განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2381-13 5 მარტი, 2013 წელი
მ-ი თ 2381-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - მ. ჟ-ს
მსჯავრდებულ - თ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონის სამოქმედოდ შემოტანამდე, სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 1 თებერვლიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. მ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედ რედაქციაზე.
თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 1 თებერვლიდან.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებული თ. მ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის მე-17, 58-ე მუხლების შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 2 თვე და 9 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ნოემბრიდან.
2013 წლის 24 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ თ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი,კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი - 7 წელი, 2 თვე და 9 დღე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულმა თ. მ-ა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელიდან - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან 2006 წლის 1 თებერვლიდან 2007 წლის 22 ნოემბრამდე მოიხადა 1 წელი, 9 თვე და 21 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 4 წელი, 9 თვე და 9 დღე. ამდენად, 4 წლით, 9 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთას უნდა დაემატოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მოსახდელად დანიშნული სასჯელი -1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. მ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 10 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 22 ნოემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) მოსახდელად დარჩენილ სასჯელს - 4 წლით, 9 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მოსახდელად დანიშნული სასჯელი -1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით, 10 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 22 ნოემბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი