განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.03.2013
საქმის ნომერი
2კ-240-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2401-13 5 მარტი, 2013 წელი

ა-ი ბ, 2401-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ფ-ის

მსჯავრდებულ _ ბ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 4 ივლისის განაჩენით ბ. ა-ი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ პუნქტით – 18 წლით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ პუნქტით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და ბ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 27 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 4 ივლისის განაჩენი ბ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი სასჯელი მთლიანად – 13 წელი, 9 თვე და 16 დღე და საბოლოოდ ბ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2007 წლის 13 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 ნოემბრის განჩინება შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ბ. ა-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ პუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტთან და განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ბ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია) და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ა-ისათვის მისჯილ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 11 წლი, 9 თვე და 16 დღე და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 3 თვით და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ბ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს 1/4 -ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი – 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა-ს ასევე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა-ს ასევე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 10 წელი, 9 თვე, 16 დღე და განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა-ს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან – 1 წლისა და 6 თვისაგან - მთლიანად განთავისუფლება და ამნისტიის კანონის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

რადგან ბ. ა-ი არის ნასამართლევი პირი, ამ შემთხვევაში მასზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, რომელშიც აღნიშნულია: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.

პალატა არ იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ. ა-ის მიმართ სასჯელის დანიშვნის პრინციპს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნის თანახმად, რომლითაც: ,,პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 17 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისთვის 13 წელსა და 6 თვეს უნდა დააკლდეს 2002 წლის 27 აგვისტოდან 2007 წლის 13 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი – 5 წელი, 2 თვე, 17 დღე და დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული(1 წელი, 6 თვე) ¼-ით შემცირებული სასჯელი – 1 წელი, 1 თვე, 15 დღე და ბ. ა-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 წლით, 4 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს .

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებული სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 17 წელი და სასჯელად განესაზღვროს 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისთის 13 წელსა და 6 თვეს დააკლდეს 2002 წლის 27 აგვისტოდან (სასჯელის ათვლიდან) 2007 წლის 13 ნოემბრამდე მოხდილი სასჯელი – 5 წელი, 2 თვე, 17 დღე და დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული(1 წელი, 6 თვე) ¼-ით შემცირებული სასჯელი – 1 წელი, 1 თვე, 15 დღე და ბ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 9 წლით, 4 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი