დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.03.2013
საქმის ნომერი
2კ-254-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№2541-13 6 მარტი, 2013 წელი

ს-ე გ., 2541-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჩ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. -ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. ს-ე, -ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი – 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2010 წლის 24 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 11 აგვისტოდან იმავე წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი და საქართველო სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით დანიშნული სასჯელები, როგორც რეალური, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 1/4 -ით პროპორციულად და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გ. ს-ეს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი – 1 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 11 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო გამონაკლისის სახით – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა“.

მართალია, გ. ს-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი და ჩადენილი ქმედებაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მაგრამ მასზე ვერ გავრცელდება ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა, რადგან ამ მუხლის საფუძველზე არ თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

იმის გამო, რომ გ. ს-ე მძიმე კატეგორიის დანაშაულის – სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი