დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2621-13 6 მარტი, 2013 წელი
გ-ა ო, 2621-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ნ. ფ-ს
მსჯავრდებულ - ო. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ო. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით და 6 თვით, ხოლო 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და ო. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ო. გ-ს მიმართ უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ო. გ-ს მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ო. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ო. გ-ს ¼–ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო. გ-ს ¼–ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ო. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ო. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ო. გ-ა ნასამართლევია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ლ. მურუსიძე