განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2901-13 7 მარტი, 2013 წელი
ა-ე შ., 2901-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. დ-ას
ადვოკატების – ს. ა-ისა და მ. ნ-ის
მსჯავრდებულ _ შ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ შ. ა-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით შ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 3 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შ. ა-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განაჩენით შეიცვალა: შ. ა-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ა-ეს გაუნახევრდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით შ. ა-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 ნოემბრიდან.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ შ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 2 წლითა და 3 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ შ. ა-ეს განესაზღვრა 14 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა შ. ა-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლებას, ხოლო მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებთან მიმართებით – დანიშნული სასჯელის განახევრებას და ამ ნაწილში 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განაჩენის დადგენის დროისათვის იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებისას შ. ა-ე იყო ნასამართლობის არმქონე, შესაბამისად: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შ. ა-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შ. ა-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ა-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს 2006 წლის 4 აგვისტოდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-13, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შ. ა-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული შ. ა-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ა-ეს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ შ. ა-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2006 წლის 4 აგვისტოდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე