განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-300-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3001-13 8 მარტი, 2013 წელი

ჯ-ი მ, 3001-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. ც-ს

ადვოკატ - რ. ა-ს

მსჯავრდებულ - მ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნახევარი და ჯარიმა. საბოლოოდ, მას მოსახდელად დაენიშნა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითi სასჯელის სახით ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა.

მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 16 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნახევარი - 8 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჯ-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა.

მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დაუდგინდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 სექტემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ჯ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრუილიად კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-13 მუხლით და მ. ჯ-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან გაათავისუფლა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 27 სექტემბრიდან.

განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია