დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2013
საქმის ნომერი
2კ-363-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3631-13 12 მარტი, 2013 წელი

მ-ი ა, 3631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. მ-ის

მსჯავრდებულ _ ა. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 მაისის განაჩენით ა. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქარველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „ვ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 41–ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა ა. მ-ის მიმართ 1999 წლის 5 აგვისტოს განაჩენით (სსკ–ის 243–ე მუხლის მე–2 და 91–ე მუხლის მე–3 ნაწილები) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის წესის შესაბამისად, მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. ა. მ-ს სასჯელის ვადა აეთვალა - 2000 წლის 19 ივლისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 მაისის განაჩენში, კერძოდ: ა. მ-ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდების ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება 1999 წლის 5 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილის - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის - დამატების შესახებ ძირითად სასჯელზე და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 მაისის განაჩენით (ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით), საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 109–ე მუხლის „ვ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ–ის 243–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და სსკ-ის 91–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელები. ამავე კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის ვადა აეთვალა - 2000 წლის 19 ივლისიდან.

განაჩენი ა. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით შესწორდა 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა და მსჯავრდებულ ა. მ-ს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 109–ე მუხლის „ვ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ–ის 243–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და სსკ-ის 91–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, დანიშნული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა სწორად შეუმცირა ერთი მეოთხედით და განუსაზღვრა - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ა. მ-ისათვის საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 109–ე მუხლის „ვ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე (შთანთქმის პრინციპით) არ ვრცელდება ამავე კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება, რომელშიც ცვლილება შევიდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი