დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3681-13 13 მარტი, 2013 წელი
ბ-ე ზ, 3681-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ნ. გ-ს
მსჯავრდებულ - ზ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 11 თვე, 2 დღე და ზ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ზ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 აპრილიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენიდან ზ. ბ-ს მიმართ ამოირიცხა მითითება დამატებით სასჯელად ჯარიმის - 3000 ლარის დანიშვნის შესახებ. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
ზ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ასევე გაუნახევრდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2012 წლის 5 ოქტომბრიდან.
2013 წლის 12 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 10 თვისა და 8 დღის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 1 თვისა და 21 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 ოქტომბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ზ. ბ-ე არის ადრე ნასამართლევი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე და 179-ე მუხლებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე