განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 13.03.2013
საქმის ნომერი
2კ-413-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№4131-13 13 მარტი, 2013 წელი

ჩ-ე ბ , 4131-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ი. დ-ას

მსჯავრდებულ - ბ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის საჩივარი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენით ბ. ჩ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 14 ნოემბრიდან 2008 წლის 1 თებერვლამდე; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ბ. ჩ-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასაჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ჩ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 14 ნოემბრიდან 2008 წლის 1 თებერვლამდე.

აღნიშნული დადგენილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით. ამასთან, ბ. ჩ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ბორის ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 17 ნოემბრიდან 2008 წლის 1 თებერვლამდე.

ბ. ჩ-ე საჩივრით ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. ჩ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისათვის, რის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, უნდა შემცირდეს მხოლოდ ერთი მეოთხედით. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა მითითებული ვადა, რაც მსჯავრდებულს ჩაეთვალა მოხდილად. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დაზუსტდეს, ხოლო სხვა ნაწილში მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინება დაზუსტდეს: ბ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 14 ნოემბრიდან 2008 წლის 1 თებერვლამდე.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი