დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.03.2013
საქმის ნომერი
2კ-425-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№4251-13 13 მარტი, 2013 წელი

ა-ი კ, 4251-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. შ-ას

მსჯავრდებულ _ კ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით კ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი.

2007 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით კ. ა-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება კ. ა-სა და პროკურორს შორის: კ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 4 წლით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; კ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა ქვეპუნქტებით (ბრალდების ხუთი ეპიზოდი), 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბრალდების სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად და საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი; კ. ა-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 თებერვლიდან.

კ. ა-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 2381-ე და 363-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო 179-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები ცალ-ცალკე უნდა შემცირებულიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, კ. ა-ს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები. ვინაიდან ყველა მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირებულიყო ერთი მეოთხედით, მათი შეკრების შედეგად მიღებული ზომის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად არ იცვლება საბოლოო სასჯელი. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელი და მათი ერთი მეოთხედით შემცირების გამო მიღებული ზომა. რაც შეეხება 2381-ე მუხლს, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კ. ა-ს სასჯელად დაეკისრა ჯარიმა, რომელზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის საქართველოს კანონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სწორად განესაზღვრა საბოლოო სასჯელის ზომა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება კ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი