დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4341-13 13 მარტი, 2013 წელი
ბ-ე ნ, 4341-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის რეგიონული სამხედრო სასამართლოს 1996 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ნ. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვლის დადგენილებით ნ. ბ-ე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით ნ. ბ-ე, - ნასამართლობის მქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 16 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებებით) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ნ. ბ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 18, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 8 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და განესაზღვერა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ნ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 16 ივნისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ნ. ბ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, როდესაც ნ. ბ-ეს 1/4-ით შეუმცირა სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რადგან ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, როდესაც ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი