განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5591-13 16 მარტი, 2013 წელი
გ-ი ნ., 5591-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. შ-ის
ადვოკატ – მ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ნ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით, მე-19,109-ე მუხლის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 12 წლით, მე-19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 11 წლით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ნ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2004 წლის 17 ივნისიდან 2005 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 თვით.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ი მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის – 3 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა მე-19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 9 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ნ.გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2004 წლის 17 ივნისიდან 2005 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მას რეალურად უკვე მოხდილი აქვს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 6 წლითა და 9 თვით, ასევე – სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი ერთადერთია, რომელიც მას ჯერ კიდევ არა აქვს მოხდილი. მსჯავრდებულის აზრით, გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მას არასწორად განესაზღვრა სასჯელის საბოლოო ზომად 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. გ-ი ითხოვს განჩინების გაუქმებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას თითოეულ მუხლზე – ცალ-ცალკე და ამის შემდეგ მისთვის მოსახდელი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება კანონიერია, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და, ამავდროულად, ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი ნასამართლობის არმქონე იყო.
რაც შეეხება ნ. გ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ნ. გ-ს უნდა შეუმცირდეს თითოეული მუხლისთვის დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი მისთვის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელში - 13 წლით თავისუფლების აღკვეთაში, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან, აღნიშნული დანაშაულები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა და, ამავდროულად, ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი ნასამართლობის არმქონე იყო.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ ნ. გ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-7, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 1 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ ნ. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე