განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-566-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

5661-13 19 მარტი, 2013 წელი

მ-ი დ, 5661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. გ-ას

მსჯავრდებულ _ დ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ოქტომბრიდან - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 24 სექტემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შეიკრიბა დ. მ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენებით დანიშნული სასჯელები, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 2 წლით პირობით მსჯავრს - დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი და დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, რის შედეგად 3 წელი, 5 თვე და 4 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, რის შედეგად 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; დ. მ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი, 5 თვე, 4 დღე, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. დ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 28 თებერვლიდან.

დ. მ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სასჯელის ათვლა უნდა დაწყებოდა დაკავების დღიდან - 2010 წლის 24 სექტემბრიდან, ნაცვლად - 2011 წლის 28 თებერვლისა, რის შედეგადაც სასჯელის ვადაში მოხდილად არ ჩაეთვალა 5 თვე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად დ. მ-ს, როგორც განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი - 5 წელი და პირობითი მსჯავრი - 2 წელი, რის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წელი და 9 თვე, ხოლო 1 წელი და 6 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით. ამ მუხლით განსაზღვრული რეალური სასჯელიდან - 3 წლიდან და 9 თვიდან, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ოქტომბრიდან, ბოლო განაჩენის გამოტანის დღისთვის - 2011 წლის 28 თებერვლისთვის, მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 4 თვე და 26 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩენილი იყო 3 წელი, 4 თვე და 4 დღე, ნაცვლად - გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული 3 წლის, 5 თვის და 4 დღისა. ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დ. მ-ს ერთი მეოთხედით სწორად შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი და პირობითი მსჯავრი, რის შედეგადაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით.

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ისათვის სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამავე კოდექსის 177-ე მუხლით დანიშნული და 2011 წლის 28 თებერვლისათვის მოუხდელი სასჯელი, მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 28 თებერვლიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად, დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული რეალური სასჯელი - 5 (ხუთი) წელი, პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და ამ მუხლით განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად, დ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული რეალური სასჯელი - 4 (ოთხი) წელი, პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და ამ მუხლით განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით ამ განჩინებით განსაზღვრულ რეალურ სასჯელს - 3 (სამ) წელსა და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით პირობით მსჯავრს მთლიანად დაემატოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული რეალური სასჯელის - 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის 2011 წლის 28 თებერვლისთვის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 4 (ოთხი) თვე, 4 (ოთხი) დღე და დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

დ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 28 თებერვლიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

5661-13 17 მაისი, 2013 წელი

მ-ი დ.- 5661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 19 მარტს დ. მ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 19 მარტს მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სსკ-ის 177-ე მუხლით ,,განსაზღვრული რეალური სასჯელიდან - 3 წლიდან და 9 თვიდან, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ოქტომბრიდან, ბოლო განაჩენის გამოტანის დღისთვის - 2011 წლის 28 თებერვლისთვის, მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 4 თვე და 26 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩენილი იყო 3 წელი, 4 თვე და 4 დღე, ნაცვლად - გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული 3 წლის, 5 თვის და 4 დღისა“.

სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 აბზაცებში აღნიშნულია: ,,სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით ამ განჩინებით განსაზღვრულ რეალურ სასჯელს - 3 (სამ) წელსა და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით პირობით მსჯავრს მთლიანად დაემატოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული რეალური სასჯელის - 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის 2011 წლის 28 თებერვლისთვის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 4 (ოთხი) თვე, 4 (ოთხი) დღე და დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით; დ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 28 თებერვლიდან“.

უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებით 2010 წლის 2 ოქტომბრიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე დროის მონაკვეთი, რაც მსჯავრდებულს მოხდილად ჩაეთვალა, განისაზღვრა 4 თვითა და 26 დღით, რაც უნდა გასწორდეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დროის აღნიშნული მონაკვეთი განისაზღვრა 5 თვითა და 3 დღით. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს 5 თვე და 3 დღე, ნაცვლად - 4 თვისა და 26 დღისა.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტს მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-2 და მე-3 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად დ. მ-ს, როგორც განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი - 5 წელი და პირობითი მსჯავრი - 2 წელი, რის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წელი და 9 თვე, ხოლო 1 წელი და 6 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით. ამ მუხლით განსაზღვრული რეალური სასჯელიდან - 3 წლიდან და 9 თვიდან, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ოქტომბრიდან, ბოლო განაჩენის გამოტანის დღისთვის - 2011 წლის 28 თებერვლისთვის, მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 5 თვე და 3 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩენილი იყო 3 წელი, 3 თვე და 27 დღე, ნაცვლად - გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული 3 წლის, 5 თვის და 4 დღისა. ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დ. მ-ს ერთი მეოთხედით სწორად შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული რეალური სასჯელი და პირობითი მსჯავრი, რის შედეგადაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით.

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ისათვის სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამავე კოდექსის 177-ე მუხლით დანიშნული და 2011 წლის 28 თებერვლისათვის მოუხდელი სასჯელი, მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 6 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 28 თებერვლიდან“.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით ამ განჩინებით განსაზღვრულ რეალურ სასჯელს - 3 (სამ) წელსა და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით პირობით მსჯავრს - მთლიანად დაემატოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული რეალური სასჯელის - 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის - 2011 წლის 28 თებერვლისთვის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 3 (სამი) თვე, 27 (ოცდაშვიდი) დღე და დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 3 (სამი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

დ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 28 თებერვლიდან“.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე