განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-620-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6201-13 19 მარტი, 2013 წელი

გ-ი გ, 6201-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ლ. ყ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.

მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით - გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლისა და 9 თვის ვადით.

მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლისა და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, რომლის თანახმადაც, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. გ-ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით - გაუნახევრდეს, რაც შეადგენს 6 წელსა და 6 თვეს. საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლისა და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 13 თებერვლიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე