დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1017-1260-04 11 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში ... მდებარე ¹39 სამოთახიანი და ¹40 ერთოთახიანი ბინები ირიცხებოდა მ. დ-ის სახელზე, რომელიც 1999წ. 30 იანვარს გარდაიცვალა.
მ. დ-ის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები _ შ. და ნ. დ-ები.
1999წ. 26 მარტს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ნ. დ-ი გახდა გარდაცვლილი დედის სახელზე რიცხულ ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე.
2000წ. 5 ოქტომბერს გარდაიცვალა შ. დ-ი.
შ. დ-ის მეუღლემ მ. გ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ¹39 ბინის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ. დ-ის გარდაცვალების შემდეგ შ. და ნ. დ-ები შეთანხმდნენ სამკვიდრო ქონების იმგვარად განაწილებაზე, რომ ერთოთახიანი ბინა უნდა აღრიცხულიყო ნ. დ-ზე, ხოლო სამოთახიანი ბინა დარჩებოდა შ. დ-ს. წილების გათანაბრების უზრუნველსაყოფად შ. დ-მა აჩუქა დას ... ¹39ა კორპუსში მდებარე ერთოთახიანი ბინა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო სამოთახიანი ბინის ½1/2-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
2003წ. ივნისში მ. გ-ემ კვლავ აღძრა სარჩელი სასამართლოში 1999წ. 26 მარტს ნ. დ-ზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმების, ქ.თბილისში ... მდებარე ¹40 ერთოთახიანი ბინის ½-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
ნ. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ივნისისგანჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ნ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ 1999წ. 26 მარტს შ. დ-მა ნ. დ-ის სასარგებლოდ უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.თბილისში ... მდებარე ¹39 სამოთახიანი და ¹40 ერთოთახიანი ბინების მესაკუთრე იყო 1999წ. 30 იანვარს გარდაცვლილი მ. დ-ი.
სკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. დ-ის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები: შ. და ნ. დ-ები თანაბარ წილში.
1999წ. 26 მარტს შ. დ-მა თანხმობა განაცხადა რომ ნ. დ-ს მემკვიდრეობით მიეღო მ. დ-ის სახელზე რიცხული ერთოთახიანი ბინა.
აღნიშნული თანხმობა არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს მიღებაზე უარის Yთქმად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა შ. და ნ. დ-ები სიტყვიერად შეთანხმდენენ სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ. ქ.თბილისში ..... ქ.¹39ა-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა შ. დ-მა ნ. დვალზე გააჩუქა წილების გასათანაბრებლად.
მემკვიდრეებს შორის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე ვერ განხორციელდა შ. დ-ის გარდაცვალების გამო. სამოთახიანი ბინა აღრიცხულ დარჩა მ. დ-ის სახელზე.
შოთა დვალს სამკვიდრო სამოთახიანი ბინა მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი მფლობელობით, რადგან მისი ოჯახი სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებდა ამ ბინაში ცხოვრებას.
სკ-ის 1421-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან სამკვიდრო მთლიანად მიიღო, სადაც არ უნდა იყოს იგი. 1435-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა არ დაიშვება ნაწილობრივ, რაიმე დათქმით. საქმეში არ მოიპოვება შ. დ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ნაწილის მიღებაზე უარის თქმის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი უარის არსებობის შემთხვევაშიც, მას იურიდიული ძალა ვერ მიენიჭებოდა, რადგან მემკვიდრეებს შორის მთლიანი სამკვიდროს გაყოფის თაობაზე შეთანხმება კანონით დადგენილი წესითა და ფორმით არ ყოფილა დადებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებებით ნ. დ-ს და შ. დვალის სამართალმემკვიდრეს მ. გ-ეს სამკვიდრო ქონება გაუნაწილდათ თანაბრად.
სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ივნისისგანჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.