დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.02.2005
საქმის ნომერი
ას-1033-1275-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1033-1275-04 1 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია

პალატამ თავისი ინიციატივით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის ¹ ას-1033-1275-04 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის ¹ას-1033-1275-04 განჩინებით, შპს “ბ.-ის” დირექტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის ¹ას-1033-1275-04 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საქმეში დაშვებულია შემდეგი უსწორობა: “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინების” ნაცვლად მითითებულია “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინება”, რის გამოც პალატამ თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული უსწორობის გასწორების საკითხი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით, ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დროსა და ადგილზე, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის ¹ას-1033-1275-04 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში წინადადება “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინება” შესწორდეს შემდეგნაირად “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინებით”.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 თებერვლის ¹ას-1033-1265-04 განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წინადადება: “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინება” შეიცვალოს წინადადებით “უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის განჩინება”.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.