დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-742-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7421-13 19 მარტი, 2013 წელი

ხ-ი ა., 7421-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ას

მსჯავრდებულ _ ა. ხ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ა. ხ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წელი პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 3 თვით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლითა და 2 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 22 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე, 9 დღე და ა. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 26 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 6 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით ა. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ივლისიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ხ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით, 7 თვითა და 15 დღით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით აღნიშნული განაჩენით ა. ხ-ს მოსახდელად დარჩა 16 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ხ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 9 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 3 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ამ განაჩენით ა. ხ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 31 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ ამნისტიის გავრცელების შემდეგ მას სასჯელის საბოლოო ზომად რჩება 32 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 წლით, 11 თვითა და 4 დღით, ანუ 9 თვითა და 25 დღით ნაკლები, რომელიც, მსჯავრდებულის აზრით, სწორედ ის ვადაა, რაც არ ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, რადგან იგი დაკავებულია 2008 წლის 6 ოქტომბერს და არა – 2009 წლის 31 ივლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს, სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 32 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყება 2008 წლის 6 ოქტომბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ხ-ის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახით 31 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მას სწორად აქვს ათვლილი სასჯელი ბოლო განაჩენის მღების დღიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე