განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 27.03.2013
საქმის ნომერი
2კ-892-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№8921-13 27 მარტი, 2013 წელი

მ-ი ლ, 8921-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი; ლ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 3 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 იანვრიდან.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისისა და 2009 წლის 11 ივნისის განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. მ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და ამავე განაჩენზე დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; იგი ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებასა და სასჯელის ათვლას 2009 წლის 11 იანვრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და 6 თვე, რის გამოც უნდა განსაზღვროდა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ვინაიდან მსჯავრდებულს განესაზღვრა უფრო ნაკლები ზომა - 7 წელი, 2 თვე და 7 დღე, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების პირობებში აღარ არსებობს ამ განაჩენის მიღების დღიდან სასჯელის ათვლის საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ათვლა მსჯავრდებულს უნდა დაეწყოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავების დღიდან - 2009 წლის 11 იანვრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ლ. მ-ს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის - 7 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთის - ათვლა დაეწყოს 2009 წლის 11 იანვრიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი