განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 27.03.2013
საქმის ნომერი
2კ-906-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9061-13 27 მარტი, 2013 წელი

ბ-ე ი, 9061-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - პ. ს-ს

მსჯავრებულ - ი. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 591-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა ¾-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებულ ი. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 თვეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 19 მარტიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ი. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 19 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.

ამდენად, მსჯავრდებული ი. ბ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ ი. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 11 თვესა და 7 დღეს.

მსჯავრდებულ ი. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 წელს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. ბ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 18 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ი. ბ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 11 თვესა და 7 დღეს.

მსჯავრდებულ ი. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 წელს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. ბ-ს მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 18 მარტიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე