დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13941-13 19 აპრილი, 2013 წელი
ბ-ე ზ., 13941-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - ანა ვარდიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
ადვოკატ - გ. ნ-ს
მსჯავრდებულ - ზ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 22 მარტის განაჩენით ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 96–ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მესამე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 135–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,150–ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მესამე ნაწილით - 3 წლით თავისუფელბის აღკვეთა, 104–ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე უდიდესმა სასჯელმა გადაფარა უმცირესი და საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 22 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ ზ. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 135–ე მუხლითა და 17,150–ე მუხლის მეორე ნაწილით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ. ბ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1ივნისამდე მოქმედი სსკ–ის რედაქციის 104–ე მუხლის მე–7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის რედაქციის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ–ის რედაქციის მე–17,150–ე მუხლის მე–3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის რედაქციის მე–19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 96–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 154–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 10 თვისა და 7 დღის ვადით.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთ -ა დარჩა უცვლელად.
საბოლოოდ, მსჯავრდებულ ზ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ზ. ბ-ე ნასამართლევია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო არ არის მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე