დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1420-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14201-13 19 აპრილი, 2013 წელი

ს-ა დ., 14201-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - თ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განაჩენით დ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. ს-ს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან – 14 წელი, 6 თვე და 1 დღე, ხოლო ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელიდან - 4000 ლარი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა -4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2008 წლის 10 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ დ. ს-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ს-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ს-ს სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 ივლისიდან.

მსჯავრდებულ დ. ს-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 10 თვის ვადით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 8 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით - მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2008 წლის 10 იანვრის მდგომარეობით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ დ. ს-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2008 წლის 10 იანვრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ს-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან დ. ს-ა ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ნ. სხირტლაძე