განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16691-13 5 ივნისი, 2013 წელი
ბ-ე ნ, 16691-13 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
მსჯავრდებულ - ნ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64–ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 7 წელი.
მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ. ბ-ე გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდში - 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2010 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ნ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ნ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 12 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 16 დეკემბრიდან 2012 წლის 17 აპრილამდე, აგრეთვე ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2010 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
ნ. ბ-ე გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 3 წლისა და 9 თვის ვადით - მთლიანად მიემატა თბილისის საქალაქო საამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ნ. ბ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითად ჩათვლილი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად დაენიშნა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 9 წელი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ა. ს-ს 2013 წლის 13 მაისით დათარიღებული ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს ამნისტიის კანონი.
ამდენად, მსჯავრდებული ნ. ბ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ნ. ბ-ს უნდა შეეფარდოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 4 თვე და 1 დღე და მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 4 თვე და 29 დღე, 4 წლის, 1 თვისა და 29 დღის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 17 აპრილიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. ბ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ნ. ბ-ს შეეფარდოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 4 თვე და 1 დღე და მას მოსახდელად განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 4 თვე და 29 დღე, 4 წლის, 1 თვისა და 29 დღის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 17 აპრილიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე