განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1815-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№18151-13 28 ივნისი, 2013 წელი

ჯ-ე მ, 18151-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ჯ-ს

ადვოკატ - მ. ბ-ს

მსჯავრდებულ - მ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განაჩენით მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა: სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩა №–ის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც 1 წელი, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებით სასჯელად სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა – 12 500 ლარი, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩა №–ის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც 1 წელი სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, მასვე, დამატებით სასჯელად სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა – 12 500 ლარი, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. დანიშნული სასჯელები სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და საბოლოოდ მ. ჯ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც 2 წელი სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 25 000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს პირადი საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩა №–ის ეპიზოდი) - პირობითი მსჯავრი 1 წელი და 6 თვე, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩა №–ის ეპიზოდი) - 4 თვე და 15 დღე, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) - 1 წელი და 6 თვე, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ს ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ეპიზოდი) - 4 თვე და 15 დღე, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მ. ჯ-ს განესაზღვრა: პირობითი მსჯავრი - 3 წელი და 9 თვე, 4 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ჯ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. ჯ-ე ნასამართლევია მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

საქმის სასამართლოში განხილვისას პროკურორმა თანხმობა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული მ. ჯ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. ჯ-ს 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. ჯ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი