გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-858-1125-05 25 აპრილი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
პალატამ თავისი ინიციატივით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის ¹ას_858_1125_05 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
საკასაციო პალატის 2006წ. 7 მარტის ¹ას_858_1125_05 დასაბუთებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უზუსტობა კერძოდ, საქმეში არ არის მითითებული სიტყვები: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ამავე განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას» სიტყვების ნაცვლად მითითებულია «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას»‚ ამიტომ საკასაციო პალატამ თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული უსწორობის გასწორების საკითხი.
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად‚ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის ¹ას_858_1124_05 დასაბუთებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საქმეში დაშვებული უსწორობა გასწორდეს შემდეგნაირად: «სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას».
საკასაციო პალატამ თავისი ინიციატივით იმსჯელა ასევე ზემოხსენებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის პირველი აბზაცის მეორე წინადადებაში საქმეში და სარეზოლუციო ნაწილის მეორე წინადადებაში საქმეში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ; ნაცვლად «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას» მითითებულ უნდა იქნეს: «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას»
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის ¹ას_858_1124_05 განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და სამოტივაციო ნაწილის პირველი აბზაცის მეორე წინადადებაში და სარეზოლუციო ნაწილის მეორე წინადადებაში მითითებული სიტყვები: «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას» შეიცვალოს სიტყვებით: «მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას».
დასაბუთებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდეს შემდეგნაირად: «სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას».
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.