დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.11.2013
საქმის ნომერი
400აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№400აგ-13 5 ნოემბერი, 2013 წელი

ქ-ე მ.- 400აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - მ. ქ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 იანვრის განაჩენით მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2003 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 19 აგვისტოდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დ. გ-ე ნასამართლევი (სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 6 თვე და განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 13 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შეიცვალა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე: დ. გ-ეს სსკ-ის 117-ე მუხლით მიესაჯა 5 წლით, ხოლო საბოლოოდ - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელებს შორის, რომლის მიხედვით: მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ნოემბრის 2 ეპიზოდი) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6-6 წელი და 6-6 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1-1 წელი და 6-6 თვე - ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით; 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. ქ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით;

დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი და 6 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი - ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი - ჩაეთვალა პირობით; დ. გ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 17 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2008 წლის 21 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელიდან 11 წელი და 3 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 ნოემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელიდან 12 წელი და 9 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ქ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლით (2008 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს - 4 წელს, 10 თვესა და 15 დღეს - დაემატა სსკ-ის 179-ე, 143-ე და 2381-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელების ნაწილი: 3 წელი, 1 წელი და 2 თვე, რის შედეგადაც რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

დ. გ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლით (2008 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს - 3 წელს - დაემატა სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელების ნაწილი: 3 წელი, 4 წელი და 6 თვე, რის შედეგადაც რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. ქ-ესა და დ. გ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2008 წლის 21 ნოემბრიდან; კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ უკანონოდ ცნო რეციდივისტად; ხასიათდება დადებითად; ჰყავს სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი; რეციდივის მიუხედავად, არაერთ პატიმარს სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

მსჯავრდებული მ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ და სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის არაერთხელ ნასამართლევმა დ. გ-ემ კვლავ ჩაიდინა სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაული. სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს მიესაჯა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი ზომა, რომლის ნაწილი ჩაეთვალა პირობით. ეს სასჯელი შემცირდა ამნისტიის გავრცელების შედეგად, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით დ. გ-ეს საბოლოო ზომა განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრებით.

ანალოგიურად, მსჯავრდებულმა მ. ქ-ემ, ნასამართლობის მიუხედავად, ჩაიდინა მძიმე და არაერთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რის საფუძველზეც შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ამნისტიის შედეგად და სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

საბოლოოდ, სსკ-ის 179-ე და 143 მუხლებით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულისათვის მ. ქ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 15 დღით, ხოლო დ. გ-ეს - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმესა და რაოდენობას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნა ან სხვაგვარად უფრო მეტად შემცირება აშკარად უსამართლოა.

რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც მიუთითებს დ. გ-ე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე საქმეში არსებული მასალებით და არა - სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების - მ. ქ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენი მ. ქ-ისა და დ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი