დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
567აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№567აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

დ-ი ა, 567აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ იქნა შეკრებილი თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 22 ივლისიდან.

გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ იქნა შეკრებილი თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 ივლისიდან.

ა. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ იქნა შეკრებილი თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 9 აგვისტოდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. დ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით).

ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ იქნა შეკრებილი თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 22 ივლისიდან.

გ. ბ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).

გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ შეიკრიბა თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 ივლისიდან.

ა. ზ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).

ა. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109–ე მუხლის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ შეიკრიბა თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 9 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 3 წლითა და 6 თვით და მოსახდელად დარჩა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაზუსტდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. დ-ს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებულ ალექსანდრე დიღმელაშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის - ნაწილში 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც დაემატა 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს (13 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა), გაუნახევრდა – 6 თვით და მოსახდელად დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. დ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით - 3 წლითა და 3 თვით და მოსახდელად დარჩა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 3 თვით.

რუთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით (რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში) საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 8 წელი – გაუნახევრდა.

მსჯავრდებულ ა. ზ-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით (რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში) სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 9 აგვისტოდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა იმავე განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 13 წელი და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, გ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს გაუნახევრდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან - 8 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 5 წელი და 4 თვე, რაც შეადგენს 2 წელსა და 8 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 13 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 8 წელი და 8 თვე, რაც შეადგენს 6 წელსა და 6 თვეს. საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 ივლისიდან.

2013 წლის 14 მაისს და 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა – გ. ბ-ა და ა. ზ-ა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულების – გ. ბ-ა და ა. ზ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებებში გ. ბ-ს, ა. ზ-ა და ა. დ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გ. ბ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 23 ივლისიდან.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი აქვს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა. ზ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. ა. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 9 აგვისტოდან.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა. ზ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი აქვს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა. დ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) – 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის და ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 22 ივლისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

მოცემულ შემთხვევაში, ა. დ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა შთანთქმის წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. დ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი