დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№586აგ-13 3 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი ზ 586აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განაჩენით ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 14 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განჩინებით ზ. გ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით დანიშნული 13 წელი და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6 თვე და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 14 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ზ. გ-ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული 3 (სამი) წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად და ზ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 14 სექტემბრიდან.
2013 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. გ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 14 სექტემბრიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, ზ. გ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი