შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 27.12.2013
საქმის ნომერი
645აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №645აგ-13 27 დეკემბერი, 2013 წელი

შ-ა ი.-645აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – უ. კ-ასა და ს. კ-ის, ასევე – მსჯავრდებულ ი. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: უ. კ-ას – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 500 ლარი ჯარიმა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან;

ი. შ-ას – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლითა და 9 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 500 ლარი ჯარიმა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან;

ს. კ-ს – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლითა და 9 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 500 ლარი ჯარიმა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ბ. ც-ას – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლითა და 3 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 6 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის საფუძველზე – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 500 ლარი ჯარიმა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ც-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. შ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებმა – უ. კ-ამ, ი. შ-ამ და ს. კ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულთა შუამდგომლობები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მსჯავრდებულ ი. შ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 500 ლარი, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 500 ლარი;

მსჯავრდებულ ს. კ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 500 ლარი, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 500 ლარი;

მსჯავრდებულ უ. კ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან –2 თვე, სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 500 ლარი, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 2 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 500 ლარი;

მსჯავრდებულ ბ. ც-ასათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 2 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, „ე“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 1 წელი, 10 თვე, 15 დღე, ასევე – სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 500 ლარი ჯარიმა – და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ბ. ც-ას დანიშნული სასჯელი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, 2013 წლის 8 თებერვლის, 10 თებერვლის, 14 თებერვლისა და 26 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ი. შ-ას ადვოკატი მ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

მსჯავრდებულები – უ. კ-ა და ს. კ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმებას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უ. კ-ასათვის – 5 წლითა და 3 თვით, ხოლო ს. კ-ისათვის – 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - უ. კ-ასა და ს. კ-ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ი. შ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, უ. კ-ასა და ს. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულებს შეუმცირდათ სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უ. კ-ასა და ს. კ-ის პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მათი კიდევ უფრო შემსუბუქება.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. შ-ას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. შ-ამ წინა განაჩენებით დადგენილი დანაშაულები ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, ი. შ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ი. შ-ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2009 წლის 18 ივნისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების - უ. კ-ასა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ი. შ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. შ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ი. შ-ას სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2009 წლის 18 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე