დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.12.2013
საქმის ნომერი
772აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№772აგ-13 6 დეკემბერი, 2013 წელი

კ-ე გ, 772აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 28 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 5 თვე, 16 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი მთლიანად დაემატა დანიშნულ სასჯელს და გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 32 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. კ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 5 თვე, 16 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი მთლიანად დაემატა დანიშნულ სასჯელს და გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 31 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულების _ გ. კ-ს, ე. ე-ა და ტ. ა-ს მიმართ შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გ. კ-ს მსჯავრდების ნაწილში, ნაცვლად: „გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით», უნდა იყოს: ,,გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით».

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით შეიკრიბა დანიშნული სასჯელები, კერძოდ: გ. კ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 30 წლით, 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა - დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და მას საბოლოოდ განესაზღვრა 37 წლით, 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით მსჯავრდებული გ. კ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 186–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ გ. კ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 ივლისიდან.

2013 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. კ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისისა და 8 ივლისის განაჩენებში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მაისის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ შეიკრიბა გ. კ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ს ასევე საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია ნაწილობრივ და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის დადგენილებითი ნაწილის მე–3 პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

„გ. კ-ს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად შეუმცირდა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამდე, საიდანაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 და მე–3 ნაწილების თანახმად, მისთვის დანიშნულ სასჯელს 16 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს აღნიშნული განაჩენიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით“. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი