დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.12.2013
საქმის ნომერი
891აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№891აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი

შ-ე ვ, 891აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 8 ოქტომბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 50000 ლარი.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 11 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ~ ქვეპუნქტებით - 5 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა~ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 210-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ 5 წელს დაემატა 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა - 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (გაუქმდა პირობითი მსჯავრი) - 4 წელი, 10 თვე, 4 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 28 ივნისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ვ. შ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 11 წელს, 7 თვეს, 26 დღეს და ჯარიმას - 10 000 ლარს დაემატა ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული 4 წელი და ვ. შ-ს განესაზღვრა 15 წლით, 7 თვით, 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განაჩენით ვ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5000 ლარი, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 14 წელი, 8 თვე, 13 დღე და ჯარიმა - 10000 ლარი, რის გამოც მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2012 წლის 22 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. შ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლებით განესაზღვრა 5 წლით, 9 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვ. შ-ს განესაზღვრა 8 წლით, 9 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 10 თვე და 17 დღე დაემატა სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 9 თვეს და საბოლოოდ შეეფარდა 8 წლით, 7 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 თებერვლიდან; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 5 აპრილს მსჯავრდებულ ვ. შ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ვ. შ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 5 წელი და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი განისაზღვროს 2 წლით, 4 თვითა და 4 დღით;

ვ. შ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ~ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა~ ქვეპუნქტით დანიშნული 7 წელი, 6 თვე და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 4 თვე, 4 დღე და განესაზღვროს 6 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2011 წლის 9 მარტამდე მოუხდელი ნაწილი განისაზღვროს 5 წლით, 4 თვითა და 26 დღით;

ვ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 4 წელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ზემოაღნიშნული 5 წელი, 4 თვე, 26 დღე და განესაზღვროს 8 წლით, 4 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი განისაზღვროს 7 წლით, 5 თვითა და 12 დღით;

ვ. შ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 1 წელი, 6 თვე და განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ზემოაღნიშნული 7 წელი, 5 თვე, 12 დღე და ვ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 8 წლით, 2 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 22 თებერვლიდან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად“.

2013 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. შ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ვ. შ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განახევრებულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 7 წლით, 5 თვითა და 12 დღიდან ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 თებერვლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 4 ივლისს მსჯავრდებულ ვ. შ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: „ვ. შ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ½–ით შემცირებულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 9 თვის ვადით, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 7 წლის, 5 თვის და 12 დღიდან – ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და საბოლოოდ, ვ. შ-ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით“. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებას; ასევე - დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმების მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. შ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. შ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შემცირების თაობაზე, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი