დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2014
საქმის ნომერი
543აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№543აგ-13 23 იანვარი, 2014 წელი

ს-ე თ.- 543აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. თ. ს-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.

მსჯავრდებულ თ. ს-ეს დანიშნული სასჯელი გადაუვადდა მცირეწლოვანი შვილის 5 წლის ასაკის შესრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თ. ს-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და 11-ლი ნაწილების თანახმად, თ. ს-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით. თ. ს-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადება და აღსასრულებლად მიექცა დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ს-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 8 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ს-ის მიმართ 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - 24 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით თ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 28 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული თ. ს-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინებებში, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ს-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ს-ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი); სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს წინა დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის გადავადების პერიოდში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ თ. ს-ისათვის სასჯელის შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი თ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი