შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№834აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი
ბ-ი გ, 834აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 5500 ლარის ოდენობით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, 19,108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის განაჩენით გ. ბ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 3 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 5500 ლარის ოდენობით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი დაენიშნა ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, 19,108-ე მუხლით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის განაჩენით გ. ბ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 3 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლების თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლდა, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 29 იანვრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებაში შევიდა შესწორება და განჩინების დადგენილებითი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-3 და მე-16 მუხლების თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლდა, ასევე გაუნახევრდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 29 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ბ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს – 6 წელს დაემატა იმავე განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის –8 წლის, 7 თვისა და 15 დღის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; ასევე სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის –6 წლის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და გ. ბ-ს მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით განახევრებული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვიდან ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 29 იანვრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ბ-ა წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.
ამდენად, გ. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 19,108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელები და გ. ბ-ს უნდა განესაზღვროს 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2007 წლის 29 იანვრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გ. ბ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 19,108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელები და გ. ბ-ს განესაზღვროს 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 9 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2007 წლის 29 იანვრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე