შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№959აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი
პ-ე პ.- 959აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - პ. პ-ისა და ე. ს-ეს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენზე და მსჯავრდებულ მ. ჯ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით პ. პ-ე, ნასამართლევი, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. პ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით პ. პ-ე, – ნასამართლევი, ძებნილი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, პ. პ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
იმავე განაჩენით:
მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 4.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 1.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. ჯ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 5.000 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
ე. ს-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 4.000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. ს-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 4.000 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4.000 ლარი; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
ი. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 4.000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 4.000 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
ი. შ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ი. შ-ეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა მითითება დამატებით სასჯელად ჯარიმის – 4.000 ლარის დანიშვნის შესახებ.
გაუქმდა განაჩენი მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში თანხის დაკისრების თაობაზე.
ი. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ პ. პ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
პ. პ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5.000 ლარი.
ს. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი –7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმსუბუქდა და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5.000 ლარი.
მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5000 ლარი.
ე. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 4.000 ლარი.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით პ. პ-ეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელიდან - 14 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 12 წლით, 10 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და პ. პ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ პ. პ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ პ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; მას ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და პ. პ-ეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
აღნიშნული განჩინება შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ პ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2010 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ პ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ პ. პ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით, 5 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება პ. პ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჯ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
განჩინება მ. ჯ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ე. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
განჩინება ე. ს-ეს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ს. მ-ის, მ. ჯ-ის, ე. ს-სა და პ. პ-ის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, ხოლო ი. შ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ. ჯ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე განაჩენით სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ჯ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება მ. ჯ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ამავე განაჩენით:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს-ეს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ე. ს-ეს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება ე. ს-ეს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
პ. პ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი, შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (8 წელსა და 3 თვეს - 1 წელი, 1 თვე და 20 დღე = 7 წელს, 1 თვესა და 10 დღეს) დაემატა - 6 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ პ. პ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის დადგენილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინება პ. პ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ს. მ-ეს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება ს. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ი. შ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინება, რომელშიც ცვლილება შევიდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა პ. პ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად სასჯელის შემცირება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
მსჯავრდებულმა ე. ს-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად სასჯელის შემცირება. ამასთან, მიუთითა, რომ უკანონოდ დაედო მსჯავრი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჯ-ემ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 20 დეკემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული მ. ჯ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პ. პ-ისა და ე. ს-ეს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
იმის გათვალისწინებით, რომ ე. ს-ე გასამართლებულია (2004 წელი, სსკ-ის 236-ე და 353-ე მუხლები) განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პ. პ-ე ნასამართლევია (1999 წელს, 2004 წელს) განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
მოცემულ შემთხვევაში ე. ს-ესა და პ. პ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნათ ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდათ სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულების - ე. ს-ესა და პ. პ-ის პიროვნულ მახასიათებლებს, მათ წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მათთვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ს-ეს მითითებას, რომ უკანონოდ დაედო მსჯავრი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მოთხოვნა არ შეესაბამება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ე. ს-ეს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პ. პ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული (მოხდილი) სასჯელი, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული, ამნისტიით შემცირებული და მოხდილი სასჯელი დაემატა სრულად.
პალატა მიიჩნევს, რომ პ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენში და პ. პ-ეს სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან, სსკ-ის 273-ე და 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელები მას მოხდილი აქვს მთლიანად.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით პ. პ-ისათვის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა გამოაკლდეს მოხდილი სასჯელი - 1 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა (2009 წლის 29 მარტიდან 2010 წლის 19 მაისამდე) და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 19 მაისიდან.
გასაჩივრებული განაჩენი პ. პ-ის მიმართ სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარს, მან განცხადებით იშუამდგომლა, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - ე. ს-სა და პ. პ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი ე. ს-ეს მიმართ დარჩეს უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი პ. პ-ის მიმართ შეიცვალოს, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით პ. პ-ისათვის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდეს მოხდილი სასჯელი - 1 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა და პ. პ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 19 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი პ. პ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი