დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1283აგ-13 12 მარტი, 2014 წელი
თ-ი მ.- 1283აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენით მ. თ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით მ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა,რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენით მ. თ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 თვეს - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 3 თვე, 26 დღე და მ. თ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 9 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობით, 4 წლის, 9 თვისა და 26 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2010 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2010 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით კი განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით მ. თ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნული სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 9 თვე, 26 დღე და მ. თ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 9 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან მ. თ-ს 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, 9 თვე და 26 დღე სსკ-ის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 9 თვისა და 26 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 13 დეკემბრიდან 2011 წლის 17 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2011 წლის 17 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ”ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. თ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 4 თვე, რაც შეეცვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული მ. თ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი - 2010 წლის 11 და 13 დეკემბრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებისაგან.
სხვა ნაწილში ზემოაღნიშნული განაჩენები დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რისთვისაც მ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით; 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მ. თ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 8 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი.
მ. თ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 6 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. თ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. თ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები: სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 6 თვე და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით ძირითად სასჯელად დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მ. თ-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 8 თვე და მ. თ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 6 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მ. თ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ მ. თ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა სრულად შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ მ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი