დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1391აგ-13 21 მარტი, 2014 წელი
მ-ი გ, 1391აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე - ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე - ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც განაჩენით დანიშნული სასჯელის პროპორციულად - 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა: სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 9 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 5 თვე, სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის (საიდანაც 9 თვე განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე ჩათვლილი - პირობით) ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით, სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის (საიდანაც 9 თვე განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 9 თვე - ჩათვლილი პირობით) ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით, სსკ–ის 2381–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, ნაწილი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი და 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 4 თვე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 4 თვე, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 9 თვე. მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 იანვრიდან.
მსჯავრდებული გ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება კასატორების მითითებას გ. მ-ს უდანაშაულობის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მათ არ წარმოუდგენიათ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომელიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი