საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.05.2014
საქმის ნომერი
2კ-121აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №121აპ-14 ქ. თბილისი

ხ-ი ი, 121აპ-14 28 მაისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - ტ. ხ-ა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. ლ-ს, ვ. შ-ს, გ. შ-ა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ს-ა და გ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ჟ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი. ი ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.

ტ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. ლ-ს, ვ. შ-ს, გ. შ-ა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარი, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. ტ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. ლ-ს, ვ. შ-ს, გ. შ-ა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის ზომად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ს-ა და გ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ჟ-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა –5000 ლარი. ი. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.

ტ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ო. ლ-ს, ვ. შ-ს, გ. შ-ა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარი, 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ტ. ხ-ს სასჯელის სახით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თანაბარი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი. ტ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - ი. ხ-ა და ტ. ხ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ტ. ხ-ა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი