დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-3136-შ-82-05 13 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 8 თებერვლის ¹ა-3136-შ-82-05 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი ნ. ს-ტის წარმომადგენელი ნ. პ-შვილის შუამდგომლობაზე _ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დაგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეზე ნ. ს-ტის სარჩელის გამო მოპასუხე ფ. ს-ტის მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ს-ტი და ფ. უ. ს-ტი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ თბილისის ქორწინების სასახლეში 2001წ. 6 ნოემბერს.
ნ. ს-ტმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფ. ს-ტის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილებით შეწყდა მხარეთა შორის 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება.
აღნიშნული სასამართლოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 2 მარტს და არ აღსრულებულა.
ნ. ს-ტის წარმომადგენელმა ნ. პ-შვილმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 2 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 8 თებერვლის განჩინებით ნ. ს-ტის წარმომადგენელი ნ. პ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვები «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას», უნდა შეიცვალოს სიტყვებით «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც შეწყდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას»
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 8 თებერვლის ¹ა-3136-შ-82-05 განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვები «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას», უნდა შეიცვალოს სიტყვებით «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც შეწყდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას»
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 8 თებერვლის ¹ა-3136-შ-82-05 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვები «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას», უნდა შეიცვალოს სიტყვებით «დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის საგრაფოს სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის დადგენილება, რომლითაც შეწყდა 2001წ. 6 ნოემბერს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას»
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.