დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹¹ ა-634-შ-40-06 4იანვარი,Y2007Yწელი ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს “ჯ. გ. ი. ქ. ლ-ის” წარმომადგენელი კ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის განჩინება, რომლითაც შპს “ჯთ. ლ-ს” შპს “ჯ. გ. ი. ქ. ლ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 443296,60 აშშ დოლარისა და დამატებული დღეში 0.02%-ის გადახდა, რომელიც უნდა დარიცხოდა 443296,60 აშშ დოლარს 2004 წლის 27 სექტემბრიდან სრულ ანგარიშსწორებამდე; მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელისათვის 2004 წლის 27 სექტემბრამდე დარიცხული პროცენტის 316116,02 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯის 35,000 აშშ დოლარი და მოსარჩელე “ჯ. გ. ი. ქ. ლ-ის” მიერ გაწეული სასამართლო და სხვა სახის ხარჯების 47350,80 აშშ დოლარის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას.
საკასაციო პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია შემდეგი უსწორობა: განჩინების გამოტანის თარიღის ,,2006 წლის 8 ნოემბერი”-ს ნაცვლად მითითებულია ,,2006 წლის 15 ნოემბერი”, რის გამოც პალატამ თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული უსწორობის გასწორების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლოს განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგნაირად: განჩინების გამოტანის თარიღად ,,2006 წლის 15 ნოემბერი”-ს ნაცვლად უნდა მიეთითოს ,,2006 წლის 8 ნოემბერი”
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹ ა-634-შ-40-06 განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და მითითებული სიტყვები: “2006 წლის 15 ნოემბერი” შეიცვალოს სიტყვებით “2006 წლის 8 ნოემბერი”;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.