დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.04.2009
საქმის ნომერი
ას-1113-1266-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1113-1266-08 22 სექტემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ლ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-1113-1266-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ლ. ლ-ძის, კ. და ი. ა-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; ლ. ლ-ძეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ლ. ლ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინებაში არასწორად არის მითითებული მისი სახელი, “ლ.-ს” ნაცვლად მითითებულია “ლ.”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ლ. ლ-ძის განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-1113-1266-08 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვა “ლ.” უნდა შეიცვალოს სიტყვით “ლ.”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ლ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის ¹ას-1113-1266-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვა “ლ.” შეიცვალოს სიტყვით “ლ.”.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.