გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1177-1322-08 3 სექტემბერი, 2009 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა : მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. მ-ძე
წარმომადგენელი -- მ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე--- სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. მ-ძემ, მოპასუხე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, სამუშაოდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის, ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოებს შორის წარმოიშვა დავა განსჯადობის თაობაზე. საბოლოოდ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თ. მ-ძის სარჩელი განსახილველად გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპალაციო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. მ-ძე 1975 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში უფროს ექსპერტად, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. Bბიოლოგიური და ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, შემდეგ – ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2006 წლის 7 აგვისტოს ბრძანებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, გადაყვანილ იქნა ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2006 წლის 4 სექტემბერს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის და პირადი განცხადების საფუძველზე. იმავე დღეს 2006 წლის 4 სექტემბერს დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლისა და პირადი განცხადების საფუძველზე. 2006 წლის 8 სექტემბერს გამოცემული ¹01-582\კ ბრძანებით თ. მ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე.
Mმოპასუხის მიერ 2007 წლის 29 ოქტომბერს გამოცემულ იქნა ბრძანება ¹01-584\პ, ბიუროს მიერ გამოცემული 2006 წლის 8 სექტემბრის ¹01-582\პ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ. აღნიშნული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია თ. მ-ძეს.
A სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ განხორციელდა შრომის კანონმდებლობით აკრძალული დისკრიმინაცია, ვინაიდან ის არათანაბარ პირობებში იქნა ჩაყენებული სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი, თავისი ნორმებით, 37-ე და 38-ე მუხლებით, ერთნაირ პირობებში აყენებს მოწინააღმდეგე მხარის დაწესებულებაში ყველა დასაქმებულს და მათ შორის აპელანტსაც.
Pპალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე, სამუშაოს არსიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისუფალია კონტრაჰენტის არჩევაში და შესაბამისად, მოპასუხის მოქმედება, რაც გამოიხატა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლებაში, მოსარჩელის დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება.
Pპალატამ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე არ იყო ვალდებული მიეთითებინა განთავისუფლების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი არ ადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე დასაქმებულისათვის შეტყობინების ვალდებულებას. A
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება თ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (ბრძანების გამოცემა) განხორციელდა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე, რაც წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, იმავე მუხლით დადგენილი წესით. მისი აზრით, ასეთ ვითარებაში, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი მოშალოს ხელშეკრულება, როდესაც სახეზეა საამისოდ აუცილებელი წინაპირობები, რასაც უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილების წარმოშობა. Aამ დასკვნის გამოტანისას კასატორის წარმომადგენელი ემყარება რამდენიმე წანამძღვარს:
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამავე კოდექსით პირდაპირ მოუწესრიგებელი საკითხების დასარეგულირებლად გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ხელშეკრულების (მათ შორის – შრომითის) მოშლის საფუძვლების თაობაზე და პროცედურაზე კოდექსი არაფერს ადგენს. Eეს ნათლად გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების შინაარსიდან, სადაც არ არის მითითებული იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ხელშეკრულების მოშლა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ხელშეკრულების მოშლის, მასზე უარის თქმის უფლებამოსილება წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებების არსებობისას.
კასატორის წარმომადგენელი თვლის, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის საჭიროა კონკრეტული საფუძვლების არსებობა, რასაც უკავშირდება ამ უფლების წარმოშობა. იმდენად, რამდენადაც ხელშეკრულების მოშლა არ განხორციელებულა რაიმე საფუძვლით. იგი თვლის, რომ თ. მ-ძის გათავისუფლება მიჩნეული უნდა იქნას უკანონოდ, ხოლო გასაჩივრებული ბრძანება კანონშეუსაბამოდ.
წარმომადგენელი მიუთითებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მოთხოვნები.
Gგამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, კასატორის წარმომადგენელი მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი უთითებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი.
თ. მ-ძე 1975 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში უფროს ექსპერტად. სასამართლო ბიოლოგიური და ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ბიოლოგიური და ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2006 წლის 7 აგვისტოს ბრძანებით რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იგი გადაიყვანეს ბიუროს ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2006 წლის 4 სექტემბერს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2007 წლის 29 ოქტომბერს გამოცემული იქნა ბრძანება ¹01-584\პ, ბიუროს მიერ გამოცემული 2006 წლის 8 სექტემბრის ¹01-582\პ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად 2006 წლის 8 სექტემბრის ¹01-582\პ ბრძანების ტექსტის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებული იქნა შმდეგი რედაქციით: „საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 2006 წლის 8 სექტემბრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსი თ. მ-ძე. როგორც სააპელაციო სასამართლო უთითებს აღნიშნული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია თ. მ-ძეს.
პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა მხარემ სადავოდ გახადა თუ არა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული 2007 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღნიშნულის თაობაზე.
სასამართლოს მიერ უნდა გარკვეულიყო თუ რომელი ბრძანების საფუძველზე დადგა სამართლებრივი შედეგი თ.მ-ძის განთავისუფლება სამსახურიდან. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია იმსჯელო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერებაზე. ამ თვალსაზრისით სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენების საკითხი, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონის საფუძველზე – შრომის კოდექსის ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე. საკასაციო პალატის ამავე საქმეზე (განსჯადობის თაობაზე) 2007 წლის 26 ივლისს გამოტანილ განჩინებაში უკვე ნამსჯელია აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ საკითხზე მსჯელობას.
რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში თუ განთავისუფლება გამომდინარე არ არის სამუშაოს არსიდან დადასტურებული უნდა იქნეს თვით მოსარჩელის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს ბიუროს მიერ მიღებული ორივე ბრძანება და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თუ რომელი ბრძანების საფუძველზე მოხდა თ.მ-ძის განთავისუფლება სამსახურიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.