საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.02.2016
საქმის ნომერი
2კ-500აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №500აპ-15 ქ. თბილისი

მ-ი ი.- 500აპ-15. 29 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულების - ი. მ-ისა და ვ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ი. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა; სსკ-ის 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით ვ. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. მ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.

ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ვ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 23 იანვრიდან.

იმავე განაჩენით გ. ა-ა, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ა-ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.

გ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ა-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გ. ა-ას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

ნივთმტკიცება - საქმეზე დართული დისკები და სისხლის სამართლის საქმე გ. ა-სა და სხვათა მიმართ, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ი. მ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო მსჯავრდებულ ვ. მ-ისათვის - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ი. მ-ისა და ვ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ზ. მეიშვილი