დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-20-306-08 2 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. ს-აძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის ¹ას-20-306-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის ¹ას-20-306-08 განჩინებით ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% - 350 ლარი.
ლ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. ს-აძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის ¹ას-20-306-08 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში სიტყვები „სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70%-350 ლარი“ უნდა გასწორდეს სიტყვებით „სახელმწიფო ბაჟის (885 ლარის) 70% - 619,50 ლარი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. ს-აძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის ¹ას-20-306-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. სიტყვები „სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% - 350 ლარი“ გასწორდეს სიტყვებით „სახელმწიფო ბაჟის (885 ლარის) 70% -619,50 ლარი“.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.