დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 07.11.2008
საქმის ნომერი
ას-462-703-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-462-703-08 12 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ას-462-703-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 538 ლარისა და 30 თეთრის 70% - 376 ლარი და 60 თეთრი.

გ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გ. გ-შვილის განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად «376 ლარი და 60 თეთრი» უნდა მიეთითოს «376 ლარი და 81 თეთრი».

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ას-462-703-08 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად «376 ლარი და 60 თეთრი» უნდა მიეთითოს « 376 ლარი და 81 თეთრი».

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.