საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002024670
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №400აპ-19 ქ. თბილისი
ღ. მ., 400აპ-19 12 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს, მსჯავრდებულ დ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს, მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს, მსჯავრდებულ ვ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს, მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. რ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
ო.ფ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და შეეფარდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და შეეფარდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო.ფ-ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა სასჯელმა - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ -შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ო. ფ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ო.ფ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა - 2012 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
მ. ღ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. ღ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
მ. ღ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
ზ. ხ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ზ. ხ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
დ.ნ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
დ. ნ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
ნ. მ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ნ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
ვ. გ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ვ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
დ. ჩ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
დ. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, რომლითაც ძალაში უცვლელად დარჩა მსჯავრდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი:
ო. ფ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
მ. ღ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ზ. ხ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
დ. ნ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
ნ. მ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
ვ. გ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
დ. ჩ-ს მსჯავრად დაედო: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
ო. ფ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ü ო.ფ. ---- წლის --- №-- პ/შ ბრძანებით დაინიშნა სად-ის №-დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო. ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ჩ.--სთან, დ. ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო. ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ. ჩ. და ვ. გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- - ---- წლებში ო. ფ-მ მ. ღ-სთან, ნ.(ზ.) მ-სთან, დ. ჩ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ნ-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა ა. ო-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, ო. ჟ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, ა. ა-ს, ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს, დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, ზ. გ-ლს, კ. მ-ს, ბ. ბ-სა და რ. ხ-ს.
---- წლის ---- დასაწყისში, ე.წ. ,,კარანტინის დაშლის“ შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომელმა ო.ფ-მ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ა. ო-ს ჯერ სცემა ხელებით, ხოლო შემდეგ კი - ხელკეტის გამოყენებით, ხელის მტევნებში მრავალჯერადი დარტყმით დაუმტვრია ხელის თითები.
---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - ო. ფ-მ, ნ. მ-მ, დ. ნ-მ, ზ. ხ-მ და მ. ღ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში მყოფ პატიმრებს - ა. ო-ს, დ. ფ-ს, ბ. ბ-ს, ი. ნ-ს, დ. ა-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი არ თქვეს კანონით მათთვის მინიჭებულ გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
--- - ---- წლებში ო. ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის აგვისტოში ო. ფ-მ, ვ. გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მა, დ. ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-სა და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო.ფ-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- - ---- წლებში ო. ფ., მ. ღ., ვ. გ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების „--“ კორპუსის N--- საკნის პატიმრებს: ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-ს, გ. გ-ს. აქედან, ---- წლის ---- გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს პატიმრები ხმაურობდნენ, ო. ფ-მ, მ. ღ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა სცემეს და აფურთხეს ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-ს, გ. გ-ს.
---- წლის ---- ო. ფ-მ, მ. ღ-მ და ვ. გ-მ ბ. წ-ს სცემეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მაისური ჰქონდა გადაკიდებული სკამზე.
---- წელს ო. ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების მე- - „-“ კორპუსის №-- საკნის პატიმრებს: მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-ს, ა. ა-ს. აქედან, ---- წლის ---- გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ო. ფ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ ხელებითა და ფეხებით სცემეს N-- საკანში მყოფ პატიმრებს - მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-ს. და ა. ა-ს.
---- წელს ო. ფ., ზ. ხ., ვ. გ. და სხვა დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების „-“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: ა. ბ.ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს. აქედან, ---- წლის ---- დასაწყისში ო. ფ-მ, ზ. ხ-მ, ვ. გ-მ და დაუდგენელმა პირებმა, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, სცემეს ა. ბ-ა და გ. მ-ს.
---- წელს ო. ფ., ზ. ხ., დ.ჩ. და გამოძიებით დადგენილი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების მე-- „-“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: დ. ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს. აქედან, ---- წლის ---- ო.ფ-მ, ზ. ხ-ს და დაუდგენელ პირებთან ერთად, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკანში იყო ხმაური, სცემა კ. მ-ს, დ. ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-სა და ზ. გ-ს. ო. ფ-მ ცემისას ე.წ. „რაციის“ ჩარტყმით კ. მ-ს დაუზიანა თავი და ცხვირი.
---- წლის ---- ო. ფ-მ სცემა, თავში მუშტები და ე.წ „რაცია“ ურტყა პატიმარ თ. გ-ს. მანვე, ---- წლის ----, თ. გ-ს წინააღმდეგობით გაბრაზებულმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით, სხვა პირებთან ერთად, თ. გ-ს გაპარსა წვერი. თ. გ-მ აღნიშნული ქმედებით განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.
---- წლის ---- ო. ფ-მ და მ. ღ-მ სცემეს №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებულ პატიმარ რ. ხ-ს, ვინაიდან იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შემოსვლისას ერთ-ერთ პატიმარს ესაუბრობდა.
ü ---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ო. ფ-მ ფიზიკურად იძალადა ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებულ პატიმარ პ. კ-ზე იმ მოტივით, რომ მას სახლში გასარეცხად გასაგზავნი შარვლის ჯიბეში ჩ. კ.. ამასთანავე, ამ ძალადობის ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ პ. კ. ო. ფ-ს თითქოსდა ნაცნობ პირად მოიხსენიებდა და მის სახელს იყენებდა.
აღნიშნული ფაქტიდან მოკლე პერიოდში, --- წლის ----, №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებული პატიმარი რ. ს. შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. საკანში მოთავსებულ პატიმართა მოთხოვნის მიუხედავად, კონტროლიორს არ მოჰყავდა ექიმი, რის გამოც პ. კ-მ დაიწყო ხმამაღალი ყვირილი ექიმის გამოძახების მოთხოვნით, რის შემდეგაც ექიმი მოიყვანეს. ამ ქმედების გამო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ო. ფ-მ და ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა მ. ღ-მ მეორე დღეს №-- საკანში ისე სასტიკად სცემეს პ. კ-ს, რომ მას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უჭირდა საუბარი, საკვების მიღება და გადაადგილება.
---- წლის ---- ბოლოს ო. ფ. და მ. ღ. დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში და, თითქოსდა, საკანში პატიმართა ჩხუბის საბაბით, ფიზიკურად გაუსწორდნენ პ. კ-ს და მის თანასაკნელებს. ამის შემდეგ პ. კ. გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც ო. ფ-მ და მ. ღ-მ დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად კვლავ სასტიკად სცემეს. მეორე დღეს ო. ფ-მ დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად, ე.წ. ,,კარანტინის დაშლისას“ გამეტებით სცემა პ. კ-ს, ვინაიდან იგი არ ემორჩილებოდა მის მოთხოვნას, შეეგინებინა გარკვეული პირებისათვის.
---- წლის ---- ო. ფ. დაემუქრა პ. კ-ს, რომ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის თაობაზე საჩივრის დაწერის შემთხვევაში, მას სასჯელს დაუმატებდა, რაზეც პატიმარი შეეპასუხა. ამის გამო, ო. ფ-მ კვლავ სცემა პ. კ-ს, ხოლო ძირს დაცემის შემდეგ დააფურთხა.
ამასთანავე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ო. ფ. პ. კ-ს სთხოვდა ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა, რომ მკვდარს მიიყვანდნენ ციხის სამკურნალო დაწესებულების მორგში.
ო. ფ-ს მიერ პ. კ-ს მიმართ განხორციელებული, თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული წამების შედეგად, მან განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.
მ. ღ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ. ღ. ---- წლის ---- №--- პ/შ ბრძანებით დაინიშნა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო. ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო. ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ჩ-სთან, დ. ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- - ---- წლებში ო. ფ-მ მ. ღ-სთან, ნ.(ზ.) მ-სთან, დ. ჩ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ნ-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა ა. ო-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, ო. ჟ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, ა. ა-ს, ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს, დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, ზ. გ-ლს, კ. მ-ს, ბ. ბ-სა და რ. ხ-ს.
---- წლის ივნისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - მ. ღ-მ, ნ. მ-მ და ზ. ხ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში მყოფ პატიმრებს - ხ. ზ-ს, დ. ფ-ს, ი. ნ-ს, ბ. ბ-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხ. ზ. ავადმყოფობის გამო იწვა მისთვის განკუთვნილ საწოლზე.
---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - ო. ფ-მ, ნ. მ-მ, დ. ნ-მ, ზ. ხ-მ და მ. ღ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში მყოფ პატიმრებს - ა. ო-ს, დ. ფ-ს, ბ. ბ-ს, ი. ნ-ს, დ. ა-ს და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი არ თქვეს კანონით მათთვის მინიჭებულ გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
---- - ---- წლებში ო. ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ. გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-ს და სხვებს. აქედან, ---- წლის აგვისტოში ო. ფ-მ, ვ. გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ. ნ. მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო. ფ.მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- - ---- წლებში ო. ფ., მ. ღ., ვ. გ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-ს, გ. გ-ს. აქედან ---- წლის ---- გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს პატიმრები ხმაურობდნენ, ო. ფ-მ, მ. ღ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა სცემეს და აფურთხეს ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-სა და გ. გ-ს.
---- წლის ---- ო. ფმ, მ. ღ-მა და ვ. გ-მ ბ. წ-ს სცემეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მაისური ჰქონდა გადაკიდებული სკამზე.
---- წელს ო. ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების მე--- „-“ კორპუსის №-- საკნის პატიმრებს: მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-ს, ა. ა-ს. აქედან, ---- წლის ---- გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ო. ფ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ ხელებითა და ფეხებით სცემეს N-- საკანში მყოფ პატიმრებს - მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-სა და ა. ა-ს.
---- წლის ---- ო. ფ-მ და მ. ღ-მ სცემეს №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებულ პატიმარ რ. ხ-ს, რადგან იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შემოსვლისას ერთ-ერთ პატიმარს ესაუბრობდა.
---- წლის ---- №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებული პატიმარი რ. ს შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. საკანში მოთავსებულ პატიმართა მოთხოვნის მიუხედავად, კონტროლიორს არ მოჰყავდა ექიმი, რის გამოც პ. კ-მ დაიწყო ხმამაღალი ყვირილი ექიმის გამოძახების მოთხოვნით, რის შემდგომაც ექიმი მიიყვანეს. აღნიშნული ქმედების გამო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ო. ფ-მ და ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა მ. ღ-მ მეორე დღეს №-- საკანში ისე სასტიკად სცემეს პ. კ-ს, რომ მას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უჭირდა საუბარი, საკვების მიღება და გადაადგილება.
---- წლის ---- ბოლოს ო. ფ. და მ. ღ. დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში და, თითქოსდა საკანში პატიმართა ჩხუბის საბაბით, ფიზიკურად გაუსწორდნენ პ. კ-სა და მის თანასაკნელებს. აღნიშნულის შემდეგ პ. კ. გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მ. ღ-მ და ო. ფ-მ დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად კვლავ სასტიკად სცემეს.
მ. ღ-ს მიერ პ. კ-ს მიმართ განხორციელებული, თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული წამების შედეგად მან განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.
ზ. ხ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ხ. ---- წლის ---- №--- პ/შ ბრძანებით დაინიშნა სად-ის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო. ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ჩ-სთან, დ. ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- წლის ივნისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - მ. ღ-მ, ნ. მ-მ და ზ. ხ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №---- საკანში მყოფ პატიმრებს - ხ. ზ-ს, დ. ფ-ს, ი. ნ-ს, ბ. ბ-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხ. ზ. ავადმყოფობის გამო იწვა მისთვის განკუთვნილ საწოლზე.
---- წლის --- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - ო. ფ-მ, ნ. მ-მ, დ. ნ-მ, ზ. ხ-მ და მ. ღ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში მყოფ პატიმრებს - ა. ო-ს, დ. ფ-ს, ბ. ბ-ს, ი. ნ-ს, დ. ა-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი არ თქვეს კანონით მათთვის მინიჭებულ გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
---- - ---- წლებში ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის ---- ო. ფ-მ, ვ. გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ. ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-სა და მ. გ-ს ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო. ფ-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- წელს ო.ფ., ზ. ხ., ვ.გ. და სხვა დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების „-“ კორპუსის №---- საკნის პატიმრებს: ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს. აქედან, ---- წლის ---- დასაწყისში ო. ფ-მ, ზ. ხ-მ, ვ. გ-მ და დაუდგენელმა პირებმა, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, სცემეს ა. ბ-სა და გ. მ-ს.
---- წელს ო.ფ., ზ. ხ., დ.ჩ. და გამოძიებით დაუდგენილი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების მე-- „-“ კორპუსის №- საკნის პატიმრებს: დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს. აქედან, ---- წლის ---- ო. ფ-მ, ზ. ხ-სა და დაუდგენელ პირებთან ერთად, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკანში იყო ხმაური, სცემა კ. მ-ს, დ. ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-სა და ზ. გ-ს.. ო. ფ-მ ცემისას ე.წ. „რაციის“ ჩარტყმით კ. მ-ს დაუზიანა თავი და ცხვირი.
დ. ნ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ.ნ. ---- წლის ---- №--- -- ბრძანებით დაინიშნა სად-ის №-- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო.ფ-ს და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ. გ-სთან, დ. ჩ-სთან, დ. ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- წლის --- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - დ.ნ-მ, ვ.გ-მ და დ.ჩ-მ, ამავე დაწესებულების №-- სარეჟიმო კორპუსის №- საკანში მყოფ პატიმარს - ა. ო-ს, კონტროლიორთან შეკამათების გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემდნენ მისავე საკანში.
---- წლის ----- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - ო.ფ-მ, ნ.მ-მ, დ.ნ-მ, ზ. ხ-მ და მ. ღ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №---- საკანში მყოფ პატიმრებს - ა. ო-ს, დ.ფ-ს, ბ. ბ-ს, ი. ნ-ს, დ. ა-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი არ თქვეს კანონით მათთვის მინიჭებულ გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
---- - ---- წლებში ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის ---- ო.ფ-მ, ვ.გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ.ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო.ფ.მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
ნ.მ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ.მ. ---- წლის ---- №--- ბრძანებით დაინიშნა სად-ის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო.ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
--- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ. გ-სთან, დ.ჩ-სთან, დ. ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- - ---- წლებში ო.ფ-მ მ. ღვს-თან, ნ.(ზ.) მ-სთან, დ.ჩ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ნ-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა ა. ო-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, ო. ჟ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, ა. ა-ს, ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს, დ. ჭ-ს, დ. ბ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს, ბ. ბ-სა და რ. ხ-ს.
---- წლის ივნისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - მ. ღ-მ, ნ.მ-მ და ზ. ხ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №---- საკანში მყოფ პატიმრებს - ხ. ზ-ს, დ.ფ-ს, ი. ნ-ს, ბ. ბ-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხ. ზ. ავადმყოფობის გამო იწვა მისთვის განკუთვნილ საწოლზე.
---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომელმა ნ.მ-მ ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №--- საკანში მყოფი პატიმრები - ი. ვ., დ.., ა. ო., ს. ხ. და ს. დ., ხმამაღალი საუბრის გამო, ჩაიყვანა ამავე კორპუსში მდებარე აბანოში, სადაც ნ.მ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა მათ ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით.
---- წლის ნოემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - ო.ფ-მ, ნ.მ-მ, დ.ნ-მ, ზ. ხ-მ და მ. ღ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ამავე დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №---- საკანში მყოფ პატიმრებს - ა. ო-ს, დ.ფ-ს, ბ. ბ-ს, ი. ნ-ს, დ.ა-სა და ზ. ბ-ს მათსავე საკანში 15 წუთის განმავლობაში ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი არ თქვეს კანონით მათთვის მინიჭებულ გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
---- - ----- წლებში ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის ---- ო.ფ-მ, ვ.გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ.ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-სა და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო.ფ-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- წელს ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების მე--- „-“ კორპუსის №-- საკნის პატიმრებს: მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-ს, ა. ა-ს. აქედან, ---- წლის აგვისტოში გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ო.ფ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ ხელებითა და ფეხებით სცემეს N-- საკანში მყოფ პატიმრებს - მ. ხ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-სა და ა. ა-ს.
ვ.გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ვ.გ. ---- წლის ---- №---- ბრძანებით დაინიშნა სად-ის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კონტროლის ინსპექტორად, ხოლო ---- წლის ---- - უფროს ინსპექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო.ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ჩ-სთან, დ.ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- - ---- წლებში ო.ფ-მ მ. ღ-სთან, ნ.(ზ.) მ-სთან, დ.ჩ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ნ-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა ა. ო-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, ო. ჟ-ს, ი. ხა-ს, გ. ქ-ს, ა. ა-ს, ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს, დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს, ბ. ბ-სა და რ. ხ-ს.
---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - დ.ნ-მ, ვ.გ-მ და დ.ჩ-მ, ამავე დაწესებულების №--- სარეჟიმო კორპუსის №- საკანში მყოფ პატიმარს - ა. ო-ს, კონტროლიორთან შეკამათების გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემეს მისავე საკანში.
---- - ---- წლებში ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის --- ო.ფ-მ, ვ.გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ.ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-სა და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო.ფ-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- წლის ---- ვ.გ-მ დაუდგენელ პირთან ერთად საკნიდან სამორიგეო ოთახში გაიყვანა და უმიზეზოდ სცემა ო. ჟ-ს.
---- - ---- წლებში ო.ფ., მ. ღ., ვ.გ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების „--“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-ს, გ. გ-ს. აქედან, ---- წლის ---- გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს პატიმრები ხმაურობდნენ, ო.ფ-მ, მ. ღ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა სცემეს და აფურთხეს ბ. წ-ს, რ. ა-ს, რ. მ-ს, ბ. ვ-ს, კ. ქ-სა და გ. გ-ს.
---- წლის ივლისში ო.ფ-მ, მ. ღ-მ და ვ.გ-მ ბ. წ. სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას მაისური ჰქონდა გადაკიდებული სკამზე.
---- წლის --- ვ.გ-მ ბ. ვ. დააყენა მუხლებზე და წყლით სავსე ბოთლით სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეცვა მოკლემკლავიანი მაისური. ასევე ვ.გ-მ ბ. წ. აიძულა, ამოეღო კბილი მკურნალობის ნაცვლად. ვ.გ. პატიმრებს უთიშავდა ცხელ წყალს და აიძულებდა, ებანავათ ცივი წყლით.
---- წელს ო.ფ., ზ. ხ., ვ.გ. და სხვა დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების „-“ კორპუსის №--- საკნის პატიმრებს: ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს. აქედან, ---- წლის ---- დასაწყისში ო.ფ-მ, ზ. ხ-მ, ვ.გ-მ და დაუდგენელმა პირებმა, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, სცემეს ა. ბ-სა და გ. მ-ს.
დ.ჩ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ.ჩ. ---- წლის ---- №--- ბრძანებით დაინიშნა სად-ის №- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ო.ფ-სა და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. აღნიშნული ხდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.
---- - ---- წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - ნ.(ზ.) მ-სთან, მ. ღ-სთან, ზ. ხ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ჩ-სთან, დ.ნ-სა და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში, კერძოდ: დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., დ.ჩ. და ვ.გ. სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
---- - ---- წლებში ო.ფ-მ მ. ღ-სთან, ნ.(ზ.) მ-სთან, დ.ჩ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ნ-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა ა. ო-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, ო. ჟ-ს, ი. ხ-ს, გ. ქ-ს, ა. ა-ს, ა. ბ-ს, გ. მ-ს, ლ. ვ-ს, დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს, ბ. ბ-ს და რ. ხ-ს.
---- წლის ---- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლებმა - დ.ნ-მ, ვ.გ-მ და დ.ჩ-მ, ამავე დაწესებულების №--- სარეჟიმო კორპუსის №- საკანში მყოფ პატიმარს - ა. ო-ს, კონტროლიორთან შეკამათების გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემეს მისავე საკანში.
---- - ---- წლებში ო.ფ., მ. ღ., ნ.(ზ.) მ., ზ. ხ., ვ.გ., დ.ჩ., დ.ნ. და სხვები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების „--“ კორპუსის №---- საკნის პატიმრებს: რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, მ. გ-სა და სხვებს. აქედან, ---- წლის აგვისტოში ო.ფ-მ, ვ.გ-მ, ნ.(ზ.) მ-მ, მ. ღ-მ, დ.ნ-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს რ. კ-ს, ო. ჟ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-სა და მ. გ-ს - ჯერ საკანში, ხოლო შემდეგ - აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ-ს კი ო.ფ-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.
---- წელს ო.ფ., ზ. ხ., დ.ჩ. და გამოძიებით დაუდგენილი პირები სისტემატურად სცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების --- „-“ კორპუსის №- საკნის პატიმრებს: დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-ს, ზ. გ-ს, კ. მ-ს. აქედან, ---- წლის ---- ო.ფ-მ, ზ. ხ-ს და დაუდგენელ პირებთან ერთად, გამოგონილი მიზეზით, რომ თითქოს საკანში იყო ხმაური, სცემა კ. მ-ს, დ.ჭ-ს, დ. ბ-ს, გ. ჯ-სა და ზ. გ-ს. ო.ფ-მ ცემისას ე.წ. „რაციის“ ჩარტყმით კ. მ-ს დაუზიანა თავი და ცხვირი.
3. კასატორების მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ, მსჯავრდებულმა დ.ჩ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატ დ. ჯ-მ, მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ, მსჯავრდებულმა ვ.გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ, მსჯავრდებულ ნ.მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მ, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. რ-მ-.
კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო მსჯავრდებულ ნ.მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ. ალტერნატივის სახით ასევე ითხოვს მსჯავრდებულისათვის მსჯავრის დადებას მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
კასატორები თავიანთ მოთხოვნებს ამყარებენ შემდეგ ძირითად მოტივებზე: გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირების ჩვენებები; არ არსებობს იმ პირდაპირ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; რიგი მტკიცებულებები მოპოვებულია უკანონოდ.
4. საკასაციო პალატის პოზიცია გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების თაობაზე:
ü წამების ბრალდების ეპიზოდი:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ გამოკვეთილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების - ო.ფ-სა და მ. ღ-ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ მათ ჩაიდინეს წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, რაც ჩადენილია მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, კერძოდ, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ:
დაზარალებულმა პ. კ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის გასარეცხ ტანსაცმელში აღმოჩნდა კ., რის გამოც ო.ფ. შეუვარდა საკანში, დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში სცემდა და თან ეკითხებოდა, რატომ ჩარჩა კ. ტანსაცმლის ჯიბეში და რატომ სარგებლობდა მისი სახელით. პ. კ-მაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ საკუთარი თავისა და თანასაკნელების გადასარჩენად დაწესებულების თანამშრომლების აგრესიისგან, მათ უთხრა, რომ ო.ფ-ს ახლობელი იყო, ვინაიდან წარმოშობით ო.ფ-ს გვერდითა სოფლიდან იყო. ეს ფაქტები, გარდა დაზარალებულისა, სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია ასევე N- დაწესებულების თანამშრომლის, მოწმე გ. გ-ს ჩვენებითაც, კერძოდ: როდესაც ო.ფ-მ შეიტყო, რომ პ. კ-ს კ. დარჩა ტანსაცმელში, იგი საკანში შევიდა და პ. კ-ს სცემა ხელ-ფეხით, თან ლანძღავდა და ეუბენბოდა, რომ მისი სახელით არ ესარგებლა.
მოწმე გ. მ-მაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ როდესაც -- საკანში შევიდა, პ. კ. დახვდა ძლიერ ნაცემი, რაზეც თანასაკნელებმა უთხრეს, რომ მას ო.ფ-მ სცემა.
დაზარალებულ პ. კ-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ---- წლის ---- N- დაწესებულების -- საკანში პატიმარი რ. ს. გახდა ცუდად. პატიმრებმა დასახმარებლად ოფიცრებს დაუძახეს, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს. ხოლო მას შემდეგ, რაც პ.კ-მ დაიწყო ყვირილი, იძულებულები გახდნენ, რომ ექიმი მიეყვანათ. წამლის მიღების შემდეგ მ. ს. უკეთ გახდა. ამის გამო პ. კ-ს ო.ფ. და მ. ღ. 10 წუთის განმავლობაში სცემდნენ წიხლებით, ხელებითა და მუშტებით. ცემის შედეგად პ. კ-ს საწოლზე დაწოლა და კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა არ შეეძლო, ყბაც დაზიანებული ჰქონდა და საკვების მიღება უჭირდა, რის გამოც ორი კვირა ჩაიში პურს ალბობდა და ისე ჭამდა. ეს ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმე რ. ს-ს ჩვენებითაც, კერძოდ: როდესაც იგი ცუდად გახდა და პ. კ-მ ექიმს დაუძახა, მეორე დღეს ო.ფ-მ და „----“ მას სცემეს. მოწმე გ. მ-მაც დაადასტურა, რომ რ. ს. გახდა ცუდად და რომ არა - პ. კ., იგი დაიხრჩობოდა.
დაზარალებულმა პ. კ-მ ასევე განმარტა, რომ ო.ფ-მ და მ. ღ-მ- სცემეს იმის გამოც, რომ ვითომდა იგი ეჩხუბებოდა გ. მ-ს. მას შემდეგ, რაც მან უარყო ჩხუბის ფაქტი, ო.ფ-მ დაარტყა, შემდეგ კი სხვებმაც დაარტყეს. ძირს დავარდა, რის შემდეგაც მ. ღ-მ- და ო.ფ-მ წიხლები ურტყეს თავში და მისი „თავი ბურთივით ხტუნაობდა იატაკზე“. ო.ფ. და მ. ღ. დაზარალებულის ლოგინის ქვეშ შეთრევას ცდილობდნენ. მან ხელი არ გაუშვა მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს, რა დროსაც ო.ფ. ხერხემალში ურტყამდა. ბოლოს მაინც მოახერხეს მისი ლოგინიდან აგლეჯვა. ძალადობის შემდეგ ო.ფ-ს ბრძანებით შეიყვანეს აბანოში, რის შემდეგაც შევიდნენ ო.ფ. და მ. ღ. და ხელახლა სცემეს. ცემის დროს პლასტმასის მილებსაც კი იყენებდნენ. შემდეგ ჩაიყვანეს „კარანტინში“ გ. მ-სთან ერთად, სადაც დახვდა მისი უბნელი ი. ნ., რომელმაც ლოგინი დაუთმო. მოწმე ი. ნ-მ თავის მხრივ დაადასტურა, რომ მის საკანში შეასახლეს ძლიერ ნაცემი პ. კ.
დაზარალებულმა პ. კ-მ ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები მასზე ახდენდნენ ზეწოლას, რადგან მისგან მოითხოვდნენ თანამშრომლობას.
დაზარალებულ გ. მ-ს გამოკითხვის ოქმითაც დადასტურებულია, რომ ო.ფ. და მ. ღ. პლასტმასის მილებისა და სკამის ფეხის გამოყენებით სცემდნენ პატიმრებს. ე.წ. „ფუქსში“ ყოფნის დროს მას ესმოდა პ-ს ყვირილი, ცემის პარალელურად კი ო.ფ. აგინებდა. გ. მ-მ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ პ. კ. იყო ძლიერ ნაცემი, სახეზე ეტყობოდა ფეხსაცმლის ძირების კვალი, მაისური სისხლით ჰქონდა დასვრილი და ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ ვერავინ ცნობდა. პ. კ-ს მამამ, თ. კ-მაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პ-ს მთელ სხეულზე ეტყობოდა ხელკეტებისა და ფეხის კვლები, ხოლო ხერხემალზე-ბლაგვი საგნის. მოწმე ზ. შ-მაც დაადასტურა, რომ პ. კ-ს ურტყამდნენ ო.ფ. და მ. ღ.. მოწმე თ. კ-მ დაადასტურა, რომ ის იყო პ-ს ადვოკატი და ნახა ძლიერ ნაცემი პ. კ.. თავდაპირველად მან უთხრა, რომ საწოლიდან ჩამოვარდა და დაზიანებები ამ გზით მიიღო, მაგრამ დაწესებულებიდან ეტაპირების შემდეგ დეტალურად მოუყვა ცემის ფაქტები. პ. კ-მ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ გააფრთხილეს, თუ ადვოკატს მოუყვებოდა ცემის შესახებ, მოკლავდნენ.
რაც შეეხება ე.წ „კარანტინის დაშლას“, დაზარალებულმა პ. კ-მ დაადასტურა, რომ N- დაწესებულების დირექტორმა ა. მ-მ „კარანტინის დაშლისას“ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაწესებულების ოფიცრებმა, კერძოდ, ო.ფ-მ და სხვებმა, იგი „ჩაქოლეს“. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დაზარალებულ გ.მ-ს დაკითხვის ოქმითაც, რომ ე.წ „კარანტინის დაშლის“ დროს სცემეს პ. კ-ს.
დაზარალებულ პ. კ-ს დედის, მ. ლ-ს გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ პ-ს ხერხემალთან ჰქონდა დაახლოებით 15-20 - სანტიმეტრიანი დაზიანება, ჭრილობა, საიდანაც სდიოდა ჩირქნარევი სითხე. მთელ სხეულზე, ტანსა და ფეხებზე, ჰქონდა სხვადასხვა ფერის სისხლნაჟღენთები. დაზიანების შესახებ პ-მ უთხრა, რომ მიიღო მე--- დაწესებულებაში და მიაყენა ო.ფ-მ. დედას უნდოდა ეჩივლა, მაგრამ პ-ს ეშინოდა, არ მოეკლათ და ამიტომ სთხოვა, არ ეჩივლა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ წამების თაობაზე გამოტანილ დასკვნებს, რომელთა მიხედვით, წამება ნიშნავს ნებისმიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც დაზარალებულს ადგება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, მიუხედავად იმისა, ტანჯვა იქნება ფიზიკური თუ სულიერი, რაც ჩადენილია იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისგან მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია ან აღიარება. შესაძლებელია, ასევე, დამნაშავე მიზნად ისახავდეს დაზარალებულის დასჯას იმ ქმედებისთვის, რომელიც მან, ანდა მესამე პირმა ჩაიდინა რეალურად ან სავარაუდოდ. შესაძლებელია, აგრეთვე, მსხვერპლისათვის ტკივილი და ტანჯვა მიყენებული იყოს საჯარო მოხელის ან ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მისი წაქეზებით ანდა მისი თანხმობით, ან დუმილით.
ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შემდეგ დასკვნას: იმისათვის, რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს წამებად, აუცილებელია სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტის არსებობა: 1. ძლიერი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. 2. ტკივილს მიზანმიმართულად და განზრახ აყენებს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელი, მისი დავალებით, წაქეზებით ან დუმილით გამოხატული თანხმობით. 3. პირის წამება ხდება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დაზარალებული პ. კ. არის პატიმარი, ხოლო ო.ფ. და მ. ღ. წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. გარდა ამისა, დაზარალებულ პ. კ-სა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადენილია, რომ ო.ფ. და მ. ღ. ფიზიკურად ძალადობდნენ პ. კ-ზე როგორც საკანში, ასევე გაჰყავდათ აბანოში და იქაც სცემდნენ. მისი ცემა ტრადიციულად გრძელდებოდა ე.წ „კარანტინის დაშლისასაც“. პ. კ-ს თანასაკნელებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ პ. იმდენად ნაცემი იყო, რომ გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, საჭმელს ვერ ჭამდა და ვერ მოძრაობდა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის მითითებული პ. კ-ს სხეულის დაზიანებების შესახებ, ასევე, პ. კ-ს მშობლებმაც დაადასტურეს, რომ მას სხეულზე ეტყობოდა ძალადობის კვალი. რაც შეეხება წამების მიზანს, იგი გამოიხატებოდა დაზარალებულის დასჯასა და დაშინებაში, რასაც მიაღწიეს კიდეც საჯარო მოხელეებმა, კერძოდ: მას შემდეგ, რაც ნაცემი პ. კ. შეხვდა ადვოკატს, მას უთხრა,რომ საწოლიდან გადმოვარდა, ვინაიდან საჯარო მოხელეებმა გააფრთხილეს, რომ თუ ადვოკატს მოუყვებოდა ძალადობის ფაქტების შესახებ, მოკლავდნენ. აღნიშნული ასევე დასტურდება დაზარალებულის დედის გამოკითხვის ოქმითაც, რომლის თანახმად, პ. კ-მ სთხოვა, არ ეჩივლა, თორემ მოკლავდნენ. ამ ჩვენებათა შესაბამისად ნათელია, რომ პ. კ. იყო დაშინებული, რის გამოც ვერ ბედავდა თავისი უფლებების კანონიერი გზით დაცვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო.ფ-მ და მ. ღ-მ, როგორც საჯარო მოხელეებმა, რომლებიც იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების თანამშრომლები, თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად ჩაიდინეს წამება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.
ü დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდების ეპიზოდი:
საკასაციო პალატამ ბრალდების მითითებულ ეპიზოდშიც მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია მსჯავრდებულების - ო.ფ-ს, მ. ღ-ს, ზ. ხ-ს, დ.ნ-ს, ნ. მ-ს, ვ.გ-სა და დ.ჩ-ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
აღნიშნულ ბრალთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ყველა დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათი უფლებები იზღუდებოდა, კერძოდ: ციხის ადმინისტრაციას ჰქონდა „დაუწერელი კანონები”, რომელთა მიხედვითაც, პატიმრებს არ ჰქონდათ საწოლზე წამოწოლის, საუბრის და ა.შ. უფლებები, ხოლო თუ რომელიმე პატიმარი ისარგებლებდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, მსჯავრდებულები მათ სასტიკად უსწორდებოდნენ. ასევე, გაჰყავდათ აბანოში, სადაც კვლავ უმოწყალოდ სცემდნენ, აიძულებდნენ ლოგინის ქვეშ შეძრომას, რაც, რასაკვირველია, ცალსახად არის ღირსების შემლახველი ქმედება. დაზარალებულთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ არაერთ მათგანს მოუწია „კარანტინის დაშლაში“ მონაწილეობა, რაც გულისხმობდა შემდეგს: პატიმარს უნდა გაევლო კორიდორში თავისი საბუთებით. ბოლოში ხვდებოდა ციხის დირექტორი ან ო.ფ. და პირველად რომელიმე მათგანი არტყამდა ხელს, ხოლო შემდეგ - სხვა თანამშრომლები. სანამ პატიმარი არ დაეცემოდა, თავს არ ანებებდნენ. დაზარალებულები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებს არ სჭირდებოდათ რაიმე მიზეზი მათ საცემად, კერძოდ:
დაზარალებულმა თ. გ-მ დაადასტურა იმ ვიდეოჩანაწერში არსებული ფაქტების რეალობა, რომელშიც ასახულია მისთვის წვერის იძულებით გაპარსვის ფაქტი და განმარტა, რომ ამ პროცესს უყურებდა ო.ფ.. მან წინააღმდეგობა გაუწია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს მისთვის წვერის გაპარსვა, რის გამოც ო.ფ-მ მას დაარტყა, თან სცემდა და თან პარსავდნენ. ბოლოს კი, დამცირების მიზნით, „ბლანჟე“ დაუტოვეს.
დაზარალებულმა რ. კ-მ დაადასტურა, რომ --- წლის --- მათ საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები - ო.ფ., დ.ხ., მეტსახელად ,,----“, ვ.გ., ნ.(ზ.) მ. და კიდევ რამდენიმე ოფიცერი, რომელთა ვინაობას ვერ იხსენებს. საკანში შესულმა ოფიცრებმა პატიმრებს უთხრეს, რომ მათი საკნიდან გამოდიოდა ხმაური, რის გამოც საკანში მყოფი პატიმრები გაიყვანეს, შეიყვანეს მესამე სართულზე მდებარე აბანოში და ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს.
დაზარალებულმა ა. ო-მ დაადასტურა, რომ ე.წ „კარანტინის დაშლისას“ იყო არაადამიანური პირობები, კერძოდ: მას თავზე ჩამოაცვეს დამცავი ქუდი და პირში ჩაუდეს ბურთულა და ამ მდგომარეობაში ამყოფეს 3 დღე. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ო.ფ-მ, დ.ნ-მ, დ.ჩ-მ, იმავე ,,----“, ოფიცერმა - მეტსახელად ,,----“, სასტიკად სცემეს. ---- წლის ---- ნ.მ-მ, მ. ღ-მ და სხვა თანამშრომლებმა ის და მისი თანასაკნელები უმიზეზოდ გაიყვანეს აბანოში და ასევე სრულიად უმიზეზოდ სასტიკად სცემეს. მის საკანში შევიდა ო.ფ., სხვა თანამშრომლებთან ერთად. ო.ფ-მ შესვლისთანავე მკერდში დაარტყა მუშტი, რის გამოც ჩაიკეცა. შემდეგ მოსთხოვა გაეშალა ხელის თითები, რაც ა. ო-მ შეასრულა, ხოლო ო.ფ-მ გაშლილ ხელის თითებში რამდენჯერმე დაარტყა ხელკეტი და მოსტეხა მარცხენა ხელის ნეკი. თანასაკნელებმა შეუხვიეს დაზიანებული ხელები წიგნის ყდისა და ზეწრის საშუალებით. ,,კარანტინში“ ყოფნისას, რიგითი ცემის დროს, მის ცემაში მონაწილე ერთ-ერთ პირს - დ.ნ-ს სთხოვა, რომ შეეწყვიტათ მისი ცემა და აჩვენა მარცხენა ხელის მოტეხილი თითი, რა დროსაც დ.ნ-მ არათუ შეწყვიტა მისი ცემა, არამედ მარჯვენა ხელის ნეკიც მოსტეხა. --- წლის --- ის და მისი თანასაკნელები - დ.ფ., ბ. ბ., ი. ნ., დ.ა და სხვები მათსავე საკანში დაუნდობლად სცემეს ციხის თანამშრომლებმა - ო.ფ-მ, მ. ღ-მ, ნ.მ-მ, დ.ნ-მ და ზ. ხ-მ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უარი არ თქვეს გასეირნების უფლების გამოყენებაზე და ხელი არ მოაწერეს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ისინი უარს ამბობდნენ ამ უფლების გამოყენებაზე. დაზარალებულის განმარტებით, ერთ-ერთი ცემის დროს მას დაუზიანეს ხერხემალიც.
დაზარალებულმა ბ. ბ-მ დაადასტურა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს სცემდნენ.
დაზარალებულმა რ. კ-მ დაადასტურა, რომ ---- წლის ---- მათ საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები - ო.ფ., დ.ხ. მეტსახელად ,,----“, ვ.გ., ნ.(ზ.) მ. და კიდევ რამდენიმე ოფიცერი, რომელთა ვინაობას ვერ იხსენებს. საკანში შესულმა ოფიცრებმა პატიმრებს უთხრეს, რომ მათი საკნიდან გამოდიოდა ხმაური, რის გამოც პატიმრები გაიყვანეს საკნიდან, შეიყვანეს მესამე სართულზე მდებარე აბანოში და ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს.
დაზარალებულმა ა. ბ-მაც დაადასტურა, რომ ე.წ „კარანტინში“ შესახლების დროს ო.ფ-მ, ხოლო შემდეგ სხვა თანამშრომლებმა სცემეს. ზ. ხ-მ თავის ოთახში გაიყვანა, სადაც დახვდა ო. ფ. სხვებთან ერთად. პირველად ო. ფ-მ სცემა, მერე მიაგდო და სხვებმა გააგრძელეს მისი ცემა, მათ შორის - ხ-მაც.
დაზარალებულმა ვ. ხ-მ დაადასტურა, რომ აბანოში ყველა პატიმარს აშიშვლებდნენ და „ერთი სილა“ აუცილებლად ყველას ხვდებოდა. მოწმის განმარტებით, ერთხელ საკანში რადიო ჰქონდათ ხმამაღლა ჩართული. დაწესებულების თანამშრომლები შევიდნენ და რადიო წაართვეს. ასევე, ერთი თვით მაღაზიით სარგებლობის უფლება ჩამოართვეს და პაემანზე არ გაუშვეს.
დაზარალებულმა მ. გ-მაც დაადასტურა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს დაწესებულების ოფიცრები ხან უშუალოდ საკანში, ხან აბანოში სცემდნენ მას და მის თანასაკნელებს.
დაზარალებულმა დ.ფ-მ დაადასტურა, რომ როდესაც პატიმრებმა გასეირნება მოითხოვეს, მათ დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს, რის შედეგადაც მან მიიღო დაბეჟილობები და დაუზიანდა ყურის ბარაბანი.
დაზარალებულმა ხ. ზ-მ დაადასტურა, რომ ერთ დღეს იგი თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც საკნის საწოლზე წამოწვა, თუმცა ციხის ოფიცრების დაუწერელი წესების მიხედვით, 6 საათამდე დაწოლა არ შეიძლებოდა. ამ დროს საკანში შეიხედა ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დაინახა წამოწოლილი და ამის შესახებ შეატყობინა ციხის ოფიცრებს - მ. ღ-ს, ნ.მ-სა და ზ. ხ-ს, რომლებმაც ხელკეტებით სცემეს N--- საკანში მყოფ ყველა პატიმარს.
დაზარალებულმა ს. დ-მაც დაადასტურა, რომ ყველა პატიმარი გაიყვანეს აბანოში და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველას სასტიკად სცემეს, შემდეგ კი უკან, საკანში დააბრუნეს.
დაზარალებულმა ლ. კ-მ დაადასტურა, რომ მას და მის თანასაკნელებს ადმინისტრაცია უმიზეზოდ სცემდა, ჩაჰყავდათ ე.წ „კარანტინში“ და სცემდნენ. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, დღემდე მკურნალობს. ციხეში არაერთხელ ცემის შედეგად დაუზიანდა ხერხემალი, ჩაუწყდა ყელის იოგები და თავზე აქვს სერიოზული პრობლემები. დაზარალებულის გადმოცემით, ციხეში მიღებული სტრესის შედეგად განუვითარდა ნევროზი და ამის გამო გაიარა კიდეც მკურნალობის კურსი.
საკასაციო პალატა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვნებებთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: მათი ჩვენებების თანახმად ირკვევა, რომ ისინი ასევე იყვნენ სასჯელაღსრულების N -- დაწესებულების ყოფილი პატიმრები, რომლებიც აცხადებენ, რომ საკანში არავისთვის არათუ ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ. თუმცა ისინი იქვე აღნიშნავენ, რომ მათ ესმოდათ იმის შესახებ, რომ პატიმრების მიმართ ძალადობდნენ, რაც მათ თავისი თვალით არ უნახავთ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მათი ნათქვამი არ გამორიცხავს მსჯავრდებულების ბრალეულობასა და მათ მიერ მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენას გამოძიებით დადგენილ სხვა პატიმართა მიმართ.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება დაცვის მოწმე რ. თ-ს ჩვენებაზე, რომელმაც აღიარა, რომ ნ.მ. იყო მისი შვილის ნაცნობი და ციხეში მისთვის ხელი არავის დაურტყამს და ყველა კარგად ექცეოდა, ვინაიდან ნ.მ. მას მფარველობდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ კონკრეტული მოწმეები, რაღაც ფაქტებიდან გამომდინარე, ციხეში სარგებლობდნენ პროვილეგიური მდგომარეობით, რის გამოც მათზე დაწესებულების თანამშრომლები არ ძალადობდნენ, მაგრამ მოწმეები თავადვე აღიარებენ, რომ ისმენდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრების მიმართ ხდებოდა ფიზიკური ძალადობა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას (ნ.მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი) იმის შესახებ, რომ ნ.მ-ს არაადამიანური ქმედებები არ ჩაუდენია, პატიმართა უფლებები არ შეულახავს და შესაძლოა, ეს დანაშაული არის მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ამ საკითხზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ პოზიციას: ნ.მ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მოიცავს იმას, რომ იგი იყო საჯარო მოხელე, რომელმაც ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელიც აშკარად სცილდება სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. მაგრამ იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს დამამცირებელ მოპყრობად, იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის განსაზღვრულ დონეს. მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად, თუ: „მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი“. სასამართლო სხდომაზე კი არაერთმა დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნ.მ-მ არათუ უფლებამოსილებას გადაამეტა, არამედ მისი ქმედება მიმართული იყო მსხვერპლის შეურაცხყოფისა და დამცირებისაკენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად ჩათვალა, რომ ნ.მ-მ ჩაიდინა არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ - არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით, რათა ეს ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ბრალდების ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონით დადგენილი წესების დაცვით, რომელთაც რეალური შემხებლობა გააჩნიათ მოცემულ საქმესთან. აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა, სარწმუნოდ ადასტურებენ მსჯავრდებულების - მ. ღ-ს, დ.ნ-ს, დ.ჩ-ს, ზ. ხ-ს, ვ.გ-სა და ნ.მ-ს ბრალეულობას სასამართლოს მიერ მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში. გასაჩივრებული განაჩენი, სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძვლიანად არის დასაბუთებული მსჯავრდებულებისათვის წარდგენილი ბრალის ყველა ეპიზოდის ნაწილში, რის გამოც არ მოიპოვება კანონიერი საფუძველი კასატორთა მოთხოვნების დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
7. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას მსჯავრდებულების - მ. ღ-ს, დ.ნ-ს, დ.ჩ-ს, ზ. ხ-ს, ვ.გ-ს და ნ.მ-ს უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ.ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ.ა-ს, მსჯავრდებულ დ.ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.ჯ-ს, მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს, მსჯავრდებულ ვ.გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს, მსჯავრდებულ ნ.მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. რ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი