დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-911-951-2011 ¹ას-911-951-2011 17 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ვი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. პ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. გ-შვილი, ლ. დ-შვილი, ც. ჩ-ვი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. დ-შვილისა და ც. ჩ-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. გ-შვილის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის, ჩუქების ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ. გ-რის მიერ 2007 წლის 8 მაისს თ. გ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹--, 2007 წლის 28 მაისს თ. გ-შვილის მიერ მ. მ-ვის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მ. მ-ვის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის ¹-, სოფელ ....-დში მდებარე მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ვმა და მოითხოვა მისი გაუქმება მ. გ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.გ-რის მიერ 2007 წლის 8 მაისს თ. გ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (¹-) 1/3 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 მაისს თ. გ-შვილსა და მ. მ-ვს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/3 ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მ. მ-ვის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის ¹-, სოფელ ...- დში მდებარე მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე) 1/3 ნაწილში; მ. მ-ვის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ვის წარმომადგენელმა ა. პ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი მზიური მოსიევის წარმომადგენელ ა. პ-შვილს ჩაბარდა 2011 წლის 18 მარტს (ს.ფ.90), ხოლო საკასაციო საჩივარი კი მან შეიტანა 2011 წლის 25 მაისს (ს.ფ,94), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკსაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 19 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ვის წარმომადგენელ ა. პ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ვის წარმომადგენელ ა. პ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.