საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2020
საქმის ნომერი
2კ-939აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002939585

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №939აპ-19 ქ. თბილისი

კ–ი გ., 939აპ-19 5 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით:

გ. კ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ. ჯ–ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ღ–ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ღ–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ. ჯ–ის ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 მარტიდან.

გ. თ–ა, - - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ. ჯ–ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ღ–ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ღ–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ. ჯ–ის ეპიზოდი), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. თ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 მარტიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 16 მაისს გ. კ–ი გაასამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 5 მარტს გ. კ–მა და გ. თ–მ განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. თ–ში, გ–ის ქუჩა №..-ის მიმდებარედ გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა მძღოლი ზ. ჯ–ე. მძღოლს შეუთანხმდნენ 4 ლარად მიეყვანა ისინი კ–ს ქუჩის №....-ის მიმდებარედ, სადაც გააჩერებინეს ა/მანქანა და გ. კ–ი და გ. თ–ა, ჯგუფურად თავს დაესხნენ ზ. ჯ–ს, კერძოდ, გ. თ–მ ამოიღო მის ხელთ არსებული დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა ზ. ჯ–ე, რომელსაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს თანხა - 35 ლარი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ. ჯ–ს მათ მიაყენეს 35 ლარის მატერიალური ზიანი.

2019 წლის 5 მარტს გ. კ–მა და გ. თ–მ განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თ–ში, ..... ქუჩა №.....-ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,......“, სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა მძღოლი გ. ღ–ე. მძღოლს შეუთანხმდნენ, მიეყვანა ისინი ...... ქუჩის №....-ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა და გ. კ–ი და გ. თ–ა ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. ღ–ს, კერძოდ, გ. თ–მ ამოიღო ხელთნაქონი დანა და მიაბჯინა კისერზე, ხოლო გ. კ–მა, ასევე ამოიღო დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა გ. ღ–ე, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა - 90 ლარი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ. ღ–ს მათ მიაყენეს 90 ლარის მატერიალური ზიანი.

2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. კ–ი ქ. თ–ში, ..... ქუჩა №.....-ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ- მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2016 წლის 2 ივნისს გ. თ–ა გაასამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ–ში, ვ. გ–ის ქუჩა №...-ში მდებარე, სს ,,......“ მაღაზია ,,.......“ გ. თ–ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ ,,......“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, ერთ ცალ ძეხვს და ერთ ცალ შებოლილ თევზს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 87 ლარისა და 25 თეთრის მატერიალური ზიანი.

2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. თ–ა ქ. თ–ი, ...... ქუჩა №....-ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

4. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

7. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - მსჯავრდებულმა გ. კ–მა აღიარა დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მან დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, პირობით მსჯავრდებულმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია ვერ განხორციელდა). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. კ–ს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე