საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.09.2020
საქმის ნომერი
2კ-390აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002879756

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №390აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი დ., 390აპ-20 7 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–სა და მსჯავრდებულ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ–მ და მსჯავრდებულმა ლ. ა–მ.

- მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდი) შერაცხულ მსჯავრდებაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარის მითითებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მისთვის საბოლოოდ სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარის ამ ეპიზოდში არ აქვს წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; მსჯავრდებულებს არ მოუპარავთ ავტომანქანების სარკეები, მათ ისინი იპოვეს პლედში მოთავსებული, რა დროსაც პოლიციამ დააკავა; შემთხვევის ადგილიდან არანაირი იარაღი რითაც მსჯავრდებულები შეძლებდნენ ავტომანქანის სარკეების დაუფლებას, არ ამოღებულა, ისევე, როგორც დ. მ–ის თითის კვლები; პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

- მსჯავრდებული ლ. ა–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით დ. მ., - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

გაუქმდა დ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ლ. ა–ე, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი, ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

გაუქმდა ლ. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის.

ლ. ა–მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

დ. მ–ისა და ლ. ა–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი დ. მ–ი 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. .............ში, ....... ქუჩა N..-ში მდებარე შპს „................დან“ შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა შპს „..............ის“ კუთვნილ ერთ ბოთლ „...........ის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და 6 სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ნაწარმს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა, მისდგომოდა 43 ლარისა და 64 თეთრის ქონებრივი ზიანი.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ. მ–მა ლ. ა–სთან ერთად განიზრახა ქ. .............ში, ......, ......ისა და ............ ქუჩებში პარკირებული სხვადასხვა ფირმის ავტომობილების სარკეების ქურდობა. ამ მიზნით, 2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, დ. მ–ი ლ. ა–სთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა: რ. გ–ის კუთვნილ „TOYOTA LANDCRUISER LC-150“ სახ. ნომრით ...., გ. ნ–ის კუთვნილ „TOYOTA CAMRY“ სახ. ნომრით .........., რ. გ–ის კუთვნილ „TOYOTA“-ს, ი. ქ–ის კუთვნილ „TOYOTA PRADO“ სახ. ნომრით „............“, ნ. მ–ის კუთვნილ „MERSEDES_BENZ ML-320“ სახ.ნომრით ............, რ. ა–ს კუთვნილ „MITSUBISHI OUTLANDER“ სახ.ნომრით ....... და „HONDA CR-V“ სახ.ნომრით ......, უკანა ხედვის სარკეებს, ხოლო დაახლოებით 05:10 საათზე, პ. რ–ის „TOYOTA COROLLA“ სახ. ნომრით ....... უკანა ხედვის სარკეების დაუფლებისას, დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედებების შედეგად რ. გ–ს შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის ზიანი, ი. ქ–ს - 260 (ორას სამოცი) ლარის ზიანი, ა. ფ–ს - 80 (ოთხმოცი) ლარის ზიანი, გ. ნ–ს - 200 (ორასი) ლარის ზიანი, რ. გ–ს - 300 (სამასი) ლარის ზიანი, გ. ნ–ს - 200 (ორასი) ლარის ზიანი, რ. ა–ს - 400 (ოთხასი) ლარის ზიანი, პ. რ–ს - 210 (ორას ათი) ლარის ზიანი, ნ. მ–ს - 80 (ოთხმოცი) ლარის ზიანი.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ–მ; ასევე, მსჯავრდებულმა ლ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ–მ.

- მსჯავრდებულმა დ. მ–მა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის მინიმალური ზომის შეფარდება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ მსჯავრდებაში - გამამართლებელი განაჩენის დადგენა; ალტერნატივის სახით ამ კვალიფიკაციით დ. მ–ის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.

- მსჯავრდებულმა ლ. ა–მ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა წარადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ. ა–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმემოიცავსსამართლებრივპრობლემას, რომლისგადაწყვეტაცხელსშეუწყობსსამართლისგანვითარებასა დაერთგვაროვანისასამართლოპრაქტიკისჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოსუზენაესსასამართლოსმანამდემსგავსსამართლებრივსაკითხზეგადაწყვეტილებაარმიუღია;

გ) საკასაციოსაჩივრისგანხილვისშედეგადმოცემულსაქმეზესავარაუდოამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგანგანსხვავებულიგადაწყვეტილებისმიღება;

დ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაგანსხვავდებამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციოსასამართლომსაქმეგანიხილამატერიალურიან/დასაპროცესოსამართლისნორმებისმნიშვნელოვანიდარღვევით, რასაცშეეძლოარსებითადემოქმედასაქმისგანხილვისშედეგზე;

ვ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაეწინააღმდეგებამსგავსსამართლებრივსაკითხზეადამიანისუფლებათადაძირითადთავისუფლებათადაცვისკონვენციასდაადამიანისუფლებათაევროპულისასამართლოსპრეცედენტულსამართალს;

ზ) კასატორიარასრულწლოვანიმსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულების - დ. მ–ისა და ლ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით შერაცხული დანაშაული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა. ფ–ს, რ. ა–ს, რ. გ–ის, რ. გ–ის, ი. ქ–ის, გ. ნ–ის, პ. რ–ის ჩვენებებით, მოწმეების - ე. კ–ს, ი. მ–ს, გ. თ–ის, გ. მ–სა და სხვათა ჩვენებებით, დ. მ–ისა და ლ. ა–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანების დათვალიერების ოქმებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. მ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–ას საკასაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დ. მ–ის ინდივიდუალური მახასიათებლების, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–სა და მსჯავრდებულ ლ. ა–ის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი