დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004288000
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№121-21 17 თებერვალი, 2021 წელი
ა–ი გ., 121-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით გ. ა–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქარველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 თებერვლიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, გ. ა–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: გ. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 თებერვლიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ა–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული გ. ა–ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
გ. ა–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
6. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ა–ს გათავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სასჯელის - 1000 (ათასი) ლარი ჯარიმისაგან იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით ეს სასჯელი შთანთქმული ჰქონდა ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ა–ის მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც იგი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე სწორად აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.
3. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ამნისტია ვერ გავრცელდა მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე - 1000 (ათას) ლარზე, რის გამოც სასჯელის სახით მას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა ამ განაჩენით შეფარდებული ჯარიმა - 1000 ლარი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის (რომელიც შთანთქმული ჰქონდა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს) უცვლელად დატოვების ნაწილშიც მართებულია, ვინაიდან მითითებულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისაგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისაგანაც (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - N91აგ-13, 66აგ-13, 124აგ-13).
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი