დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.10.2021
საქმის ნომერი
2კ-424-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240140021004735025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4241-21 8 ოქტომბერი, 2021 წელი

ხ-ა რ, 4241-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ს საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რ. ხ-ა, - დაბადებული .. წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ერთობლიობის წესით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით არ აღსრულდება პირობით, თუ იგი გამოსაცდელი ვადის 5 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

2. მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „თ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე, 7 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 28 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ რ. ხ-ს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ და „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.3. მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.4. მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სასჯელთა ერთობლიობით რ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი და ¼-ით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 4 თვე და 7 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით, 4 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან.

6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით შეიცვალა:

6.1. მსჯავრდებული რ. ხ-ა გათავისუფლდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან.

6.2. საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ხ-ს მოსახდელად დარჩა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ხ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი რ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ს, ი. ლ-ა და შ. ხ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

11. 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

12. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა, ვინაიდან მსჯავრდებულს არა აქვს ანაზღაურებული დანაშაულით მიყენებული ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

13. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ხ-მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

14. მსჯავრდებულმა რ. ხ-მ საჩივრით მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების საფუძველზე, საიდანაც ირკვევა, რომ რ. ხ-ას ანაზღაურებული აქვს მათთვის მიყენებული ზიანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ რ. ხ-ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

4. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია (დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება) ეხება პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო ნასამართლობის არმქონე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული რ. ხ-ა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. შესაბამისად, მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

5. რაც შეეხება მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის „თ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ მუხლებზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ხ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი