საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003485423
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №250აპ-21 ქ. თბილისი
კ. ნ.250აპ-21 30 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
ნ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენა.
გ. კ–ს, - დაბადებულს 2... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ნ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება:
2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ–ში, თ–სა და თ–ს გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. კ., მ. ბ., და გ. კ., სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით - სხეულზე დანის მიბჯენითა და ფიზიკური ძალადობით, რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, თ. კ–საგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ,,ქსიაომი რედმი 6“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
მ. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება:
2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ–ში, თ–სა და თ–ს გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ბ., ნ. კ–სა და გ. კ–თან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით - სხეულზე დანის მიბჯენითა და ფიზიკური ძალადობით, რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, თ. კ–სგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ქსიაომი რედმი 6“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თ–ში, თ–ს №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. და მ. ბ., სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით - სახის არეში რამდენჯერმე ხელების დარტყმით, მუცლისა და ყელის არეში დანის მიბჯენითა და ფიზიკური ძალადობით, რასაც თან ახლდა მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, თ. თ–სგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შავი ფერის ,,ლენოვო ცე 2“ მოდელის მობილურ ტელეფონს, თეთრი ფერის ყურსასმენს, ყავისფერ საფულეს მასში არსებული, თ. თ–ს სახელზე რეგისტრირებული სხვადასხვა საბანკო ბარათებითა და მის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2.2. გ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
2018 წლის 6 ივნისს გ. კ. ფოთის საქალაქო სასამართლომ განაჩენით კვლავ გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა გ. კ–მ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.თ–ში, თ–ს ა და თ–ს გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ., ნ. კ–სა და მ. ბ–სთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით - სხეულზე დანის მიბჯენითა და ფიზიკური ძალადობით, რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, თ. კ–სგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ქსიაომი რედმი 6“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თ–ში, თ–ს №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. და მ. ბ. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით - სახის არეში რამდენჯერმე ხელების დარტყმით, მუცლისა და ყელის არეში დანის მიბჯენითა და ფიზიკური ძალადობით, რასაც თან ახლდა მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, თ. თ–სგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შავი ფერის ,,ლენოვო ცე 2“ მოდელის მობილურ ტელეფონს, თეთრი ფერის ყურსასმენს, ყავისფერ საფულეს მასში არსებული თ. თ–ს სახელზე რეგისტრირებული სხვადასხვა საბანკო ბარათებითა და მის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით:
- ნ. კ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ნ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 8 თვით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.
- მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თ. თ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. თ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
- გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თ. თ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. თ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, მ. ბ–სადა გ. კ–სათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რაც შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენში;
- ნ. კ–ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ნ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
ნ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.
- მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თ. თ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. თ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით;
მ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 29 ნოემბრიდან;
- გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თ. თ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. თ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;
გ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 28 ნოემბრიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმაც. ტ–მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. კ–ს მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან - ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ნ. კ. გ. კ–თან და მ. ბ–სთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა თ. კ–ს „ქსიაომი რედმი 6“ მოდელის მობილურ ტელეფონს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011).
11. ვინაიდან საკასაციო საჩივრიდან არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არსებობა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე